⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.02.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.10.2014
ძალის დაკარგვა 20.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 240080000.11.004.016030
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,815 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.10.2014 მიღება
20.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №9 2014 წლის 17 ოქტომბერი ქ. თბილისი ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და  კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გაცემის წესი; ბ) კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავესაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და  კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი არეგულირებს მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური და საფინანსო სექტორის სტაბილურობის, ასევე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდეგში – ეროვნული ბანკი) არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გაცემის და მის ხელმისაწვდომაბაზე შეზღუდვების დაწესების საკითხებს. 2. ეს წესი განსაზღვრავს მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური და საფინანსო სექტორის სტაბილურობის მიზნებისათვის ეროვნულ ბანკში მიჩნეული კონფიდენციალური ინფორმაციის ტიპებს, ასევე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ინფორმაციული აქტივების კონფიდენციალურობის კატეგორიებს.   3. ამ წესის მიზნებისათვის კონფიდენციალური ინფორმაციის ქვეშ მოიაზრება ნებისმიერი ინფორმაცია ან/და ინფორმაციული აქტივი, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან/და ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას და უსაფრთხოებას. 4. ეროვნული ბანკის საბჭო კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის (დანართი №1) სახით ადგენს ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან საფინანსო სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის ეროვნულ ბანკში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის ტიპებს. 5. ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის და ეროვნული ბანკის ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების მიზნებისათვის განსაზღვრავს ინფორმაციული აქტივების ჩამონათვალს. 6. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე, რომლის რეგულირებაც ხორციელდება სახელწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 7. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომლის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულება ეროვნულ ბანკს გააჩნია მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. 8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის კონფიდენციალური ინფორმაცია იყოფა ორ კატეგორიად: ა)პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაცია – მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელება ან დაკარგვა გამოიწვევს მძიმე შედეგს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობას. ამ კატეგორიის ინფორმაციაზე წვდომის უფლების მქონე ეროვნული ბანკის თანამშრომლებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. პირველი კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციას განეკუთვნება კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის (დანართი №1) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია და ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახურის მიერ შემუშავებული დოკუმენტები (შემოწმების ანგარიშები, აქტები) ბ) მეორე კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაცია – მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობას. აღნიშნული კატეგორიის ინფორმაცია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ნებისმიერი თანამშრომლისათვის, თუ ეს ინფორმაცია საჭიროა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად. მეორე კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციას მიეკუთვნება დანართ №1-ში არსებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის ინფორმაციული აქტივების კონფიდენციალურობა იყოფა ორ კატეგორიად: ა) მესამე კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაცია – ისეთი ინფორმაციული აქტივები, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფას  სავარაუდოდ მოჰყვება ეროვნული ბანკის ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ნებისმიერი თანამშრომლისათვის, თუ ეს ინფორმაცია საჭიროა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად; ბ) მეოთხე კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაცია (შინასამსახურებრივი გამოყენების) -  ისეთი ინფორმაციული აქტივები, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფას, სავარაუდოდ, მოჰყვება ზიანი ეროვნული ბანკის უსაფრთხოებას ან/და გამოიწვევს ეროვნული ბანკის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების მნიშვნელოვან შეფერხებას. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ნებისმიერი თანამშრომლისათვის ან/და ეროვნულ ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობის მქონე პირისათვის, 10. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციის საქმისწარმოების წესი. 11. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციაზე ვრცელდება ეროვნულ ბანკში არსებული საქმისწარმოების ერთიანი მოთხოვნები. 12.  ამ მუხლის მე-11 პუნქტის დებულებების დაურღვევლად, ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია  ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციაზე დაადგინოს მარკირებისა და სპეციალური მოპყრობის სახელმძღვანელო სტანდარტები.  მუხლი 2🔗. ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევა და მის გაცემაზე შეზღუდვების დაწესების ვადები 1. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტს ან აღმასრულებელ დირექტორს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით და მოითხოვოს საზედამხედველო ღონისძიების გატარების შესახებ ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტთან კონკრეტული კორესპონდენციის პირველი კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციად მიჩნევა. იმ შემთხვევაში თუ ვიცე-პრეზიდენტი ან აღმასრულებელი დირექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას კორესპონდენციის პირველი კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციად მიჩნევის თაობაზე, მაშინ აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის სპეციალურ საქმისწარმოების წესს. 2. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ან აღმასრულებელ დირექტორს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით და მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის გარდა არსებული სხვა კორესპონდენციის პირველი კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციად მიჩნევა. იმ შემთხვევაში თუ ვიცე–პრეზიდენტი ან აღმასრულებელი დირექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული კორესპონდენციის პირველი კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციად მიჩნევის თაობაზე, მაშინ აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის სპეციალურ საქმისწარმოების წესს. 3. ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია, დამატებით კონფიდენციალურად მიიჩნიოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ ბრძანების დანართი №1-ით, თუ: ა) ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევა, დასაბუთებული შუამდგომლობით, მოთხოვნილია ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული იმ სუბიექტის მიერ (შემდეგში – დაინტერესებული პირი) რომელსაც ეხება აღნიშნული ინფორმაცია; ან ბ) ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევა, დასაბუთებული შუამდგომლობით, მოთხოვნილია ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ. 4.  ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეროვნული ბანკის საბჭო, მიმართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის შესახებ და გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებს შესაბამის დაინტერესებულ პირს ან/და ეროვნული ბანკის სტრუქტურულ ერთეულს. 5. კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გაცემაზე შეზღუდვის ვადა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განისაზღვრება 5 წლის ვადით, ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის მომენტიდან. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გაცემის შეზღუდვის ვადა განისაზღვრება თავად დაინტერესებული პირის მოთხოვნის მიხედვით.  იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნაში აღნიშნული ვადა მითითებული არ არის, მაშინ ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის ვადები განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 7. საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია დაადგინოს ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის ამ მუხლის მე-5 პუნქტისაგან  განსხვავებული ვადები. მუხლი 3🔗. კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გაცემის წესი 1. გარდა ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა,  თუ აღარ არსებობს ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის აუცილებლობა, ეროვნული ბანკის საბჭო, ეროვნული ბანკის შესაბამისი სრუქტურული ერთეულის მიმართვის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ. 2. ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციული აქტივისათვის კონფიდენციალურობის სტატუსის მოხსნას ახორციელებს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი. 3. „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებს კონფიდენციალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. საჯაროდ გავრცელება ავტომატურად ნიშნავს ასეთი ინფორმაციისათვის კონფიდენციალურობის სტატუსის მოხსნას. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა ეროვნული ბანკის საბჭო აგრეთვე უფლებამოსილია განახორციელოს კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გასაჯაროება, თუ ეს აუცილებელია ეროვნული ბანკის საქმიანობის მიზნებისათვის ან ინფორმაციის საჯაროობა მოთხოვნილია კანონმდებლობის საფუძველზე. 5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გასაჯაროება შესაძლებელია მხოლოდ იმ დაინტერესებული პირის თანხმობით, რომელსაც ეხება აღნიშნული ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და ასევე იმ შემთხვევებისა როდესაც ინფორმაციის გასაჯაროება აუცილებელია ეროვნული ბანკის ფუნქციების განსახორციელებლად ან კანონმდელობის მოთხოვნების დასაცავად. 6. ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულებისათვის ინფორმაციის მიწოდების დროს და იმ შემთხვევებზე, როდესაც ეს აუცილებელია ეროვნული ბანკის ფუნქციების შესასრულებლად საქართველოს ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებთან ან ფინანსურ ინსტიტუტებთან სამუშაო შეხვედრების, პრეზენტაციების, კონსულტაციების გამართვის ან სამუშაო გამოცდილების გაზიარების დროს. 7. ამ ბრძანების შესაბამისად კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც უფლებამოსილი არიან აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, ეროვნული ბანკის მიერ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტის შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე, მისი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, ასევე სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. 8. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე ამ წესით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს აუდიტორს ან/და ეროვნულ ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირს, თუ ეს ინფორმაცია აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად ან/და ინფორმაცია ეხება თავად ხელშემკვრელ მხარეს. აღნიშნულ შემთხვევაში, ეროვნულ ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფმა პირმა უნდა დაიცვას გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. 9. მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პირის მიერ ისეთი ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ მიჩნეულია კონფიდენციალურად, ავტომატურად არ ნიშნავს ამ ინფორმაციის ეროვნული ბანკის მიერაც გასაჯაროებას. ამ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ, ეროვნული ბანკის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე აღნიშნული ინფორმაცია კვლავ ინარჩუნებს კონფიდენციალურ ხასიათს. დანართი №1 კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა 1. ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტების შემოწმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოხსენებითი ბარათები, შემოწმების აქტები და შემოწმების დროს დამუშავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 2. მოხსენებითი ბარათები და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ სანქციების (გარდა რეგისტრაციის ან ლიცენზიის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული აქტებისა) გამოყენების შესახებ. ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ჯარიმების შესახებ ელექტრონულად წარმოებული რეესტრები. დაწესებული ფულადი ჯარიმების აღსრულების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტები.    3. ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან კორესპონდენცია პირის შესახებ ინფორმაციის ეროვნული ბანკის საქმიანობის მიზნებისათვის გამოთხოვის  თაობაზე. 4. საზედამხედველო ღონისძიების გატარების შესახებ ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტთან კორესპონდენცია. 5. ცალკეული კომერციული ბანკის შესახებ ეროვნულ ბანკში არსებული სტატისტიკური და სხვა  ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციისა, რომელიც გათვალისწინებულია კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესით ან/და დადგენილია ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 6. ლიკვიდირებული და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი  კომერციული ბანკების და საკრედიტო კავშირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც დადგენილია ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.აღნიშნული დოკუმენტაციის გაცემასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება პირზე, თუ დოკუმენტაცია მოიცავს ინფორმაციას ამ პირის ფინანსების ან პერსონალური მონაცემების შესახებ. 7. ცალკეული კომპანიების შესახებ ეროვნულ ბანკში არსებული საგარეო ვაჭრობის მონაცემები, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც დადგენილია ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 8. ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ცალკეული სუბიექტების (გარდა კომერციული ბანკებისა) შესახებ ეროვნულ ბანკში არსებული  ინფორმაცია და დაკუმენტაცია, გარდა იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციისა, რომლის გამოქვეყნების და გასაჯაროების ვალდებულება განსაზღვრულია არასაბანკო ზედამხედველობის მარეგულირებელი კანონმდებლობით ან/და დადგენილია ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 9. ინფორმაცია ეროვნული ბანკის ფულის ნიშნების დამახარისხებელი აგრეგატების შემოწმებისა და მათზე დონეების ცვლილებების თაობაზე. 10. ინფორმაცია საკასო ცენტრში შესანახად შემოტანილი ნივთმტკიცებულებების და ფასეულოებების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გაიცემა მათ შემომტან პირებზე და იმ პირებზე, რომელთა მიმართაც აღნიშნული ნივთმტკიცებულებების თაობაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება საგამოძიებო ან/და სასამართლო ორგანოებში ან/და ამ პირების უფლებამოსილ წარმომადგენლებზე. 11. საერთაშორისო რეზერვების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, წლიურ ანგარიშგებაში ან/და ოფიციალურ გამოცემებში, ასევე იმ ინფორმაციისა, რომელიც დადგენილია ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 12. მონეტარულ ოპერაციებთან დაკავშირებული განაცხადების შესახებ ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, წლიურ ანგარიშგებაში ან/და ოფიციალურ გამოცემებში, ასევე იმ ინფორმაციისა, რომელიც დადგენილია ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 13. ეროვნული ბანკის საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის კომპონენტების შესახებ მონაცემები, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას მოდელების, კონფიგურაციის, ვერსიების, არსებული დატვირთვის, წარმადობის, მხარდაჭერის, გარანტიის, წვდომის უფლებებისა და მისი რეალიზების საშუალებების, საწყისი კოდების, კრიპტოგრაფიული საშუალებების, სისტემური ლოგების შესახებ გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც დადგენილია ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 14. საგადახდო სისტემის ოპერატორებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სისტემისა ან/და საგადახდო მომსახურების უსაფრთხოების მექანიზმების შესახებ, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც დადგენილია ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 15. შიდააუდიტორული სამსახურის როგორც მარწმუნებელი, ასევე საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში შემუშავებული ის დოკუმენტები (შემოწმების ანგარიშები, აქტები, მიმოხილვები, მოხსენებით ბარათები, სამუშაო დოკუმენტაცია და ფაქტოლოგიური მასალები, სხვა მხარეების მიერ მომზადებული შეფასებითი ანგარიშები), რომლებიც შეიცავენ აღნიშნული ნუსხის ნებისმიერი ზემოხსენებული პუნქტით განსაზღვრული კონფიდენციალური სტატუსის მატარებელ ინფორმაციას, მასალებსა თუ მონაცემებს, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც დადგენილია ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.