1. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტები სრულდება A4 ფორმატის ფურცელზე და მასზე დაიტანება ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტები.

2. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების ძირითადი რეკვიზიტებია:

ა) დოკუმენტის ავტორი, დაწესებულების დასახელება;

ბ) დოკუმეტის ავტორი, დაწესებულების მისამართი;

გ) დოკუმეტის დასახელება (მიეთითება ამ დადგენილებით განსაზღვრული უნიფიცირებული ფორმის სახელწოდება);

დ) დოკუმენტის ტექსტის სათაური;

ე) თარიღი;

ვ) ინდექსი;

ზ) ვიზები;

თ) ხელმოწერა;

ი) აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ.

3. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების დამატებითი რეკვიზიტებია:

ა) დოკუმენტის ავტორი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასახელება;

ბ) რეზოლუცია;

გ) დამტკიცების გრიფი;

დ) ბეჭედი;

ე) მუნიციპალიტეტის გერბი;

ვ) ადრესატი;

ზ) აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ;

თ) დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი.

3. საქმისწარმოების დოკუმენტებზე ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტების დატანის წესი განისაზღვრება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საკრებულოს რეგლამენტით, გამგეობის დებულებით, აგრეთვე ,,სენაკის მუნიციპალიტეტის  ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციით“