საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 15.10.2014
ძალის დაკარგვა 30.03.2016
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016183
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჟიშკარიანი | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.02.2013
დოკუმენტის ტექსტი
საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
2014 წლის 15 ოქტომბერი
ქ. სენაკი
საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს „საპატიო წოდებების მინიჭების შესახება“ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილება (სსმ, 04/03/2013; სარეგისტრაციო კოდი:010250020.35.108.016119).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი
დანართი №1
საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ
ეს დებულება განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების (შემდგომში – საპატიო წოდება) მინიჭების წესსა და პირობებს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საპატიო წოდებებია:
ა) საპატიო სენაკელი;
ბ) სენაკის საპატიო მოქალაქე;
გ) დამსახურებული მოღვაწე (მაგ. დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული არქიტექტორი და სხვა).
2. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
3. საპატიო სენაკელის წოდება შეიძლება მიენიჭოს სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება სენაკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი სენაკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი სენაკის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
4. სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს სენაკის მუნიციპალიტეტში, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება სენაკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი სენაკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი სენაკის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
5. დამსახურებული მოღვაწის წოდება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო.
6. საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.
მუხლი 2🔗.
საპატიო წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო
საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ბრძანების ფორმით იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ საკითხს იხილავს და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამის სარეკომენდაციო შინაარსის დასკვნით მიმართავს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
მუხლი 3🔗.
საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და გამგებელს;
ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიას;
გ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას;
დ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არანაკლებ 5-კაციან ჯგუფს;
ე) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს;
ვ) არანაკლებ 30-კაციან საინიციატივო ჯგუფს ან/და იმავე საპატიო წოდების მფლობელ 3 პიროვნებას.
2. საპატიო წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა) საპატიო წოდების დასახელება, რომელზედაც მოხდა კანდიდატურის წარდგენა;
ბ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
გ) ბიოგრაფიული ცნობები;
დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ერთი ფერადი ფოტოსურათი.
მუხლი 4🔗.
საპატიო წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი
1. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორიელებას.
2. საპატიო წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის დამზადებას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური გამგეობის საფინანსო-საბოუჯეტო სამსახურთან ერთად.
3. საპატიო წოდების დამადასტურებელ სიგელზე სენაკის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი და იგი დასტურდება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭდით.
4. საპატიო წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო წოდების გადაცემაზე უფლებამოსილი პირია სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
5. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით.
6. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – „საპატიო წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ვებგვერდზე;
7. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).