სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.10.2014
ძალის დაკარგვა 25.07.2017
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 285 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.10.2014 მიღება
25.07.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჟიშკარიანი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №49 2014 წლის 15 ოქტომბერი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2  ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს  მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების საფუძველზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი თანდართული  დანართის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი                                                                                                                                                           დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის  წესი 1. ეს წესი განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. 2. პრემია გაიცემა სენაკის  მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში  დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურსათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. 3. პრემიის გაცემაზე ინიციირების უფლება აქვს გამგებელს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის, საკრებულოს თავმჯდომარეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის,  გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში  დასაქმებულ პირებზე და საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის. 4. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ინიცირება უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ. 5. პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის, ბრძანების საფუძველზე. 6. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 7. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 8.  პრემია  შეიძლება გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით,  ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.