⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.11.2017)
გაუქმებულია:

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.10.2014
ძალის დაკარგვა 20.11.2017
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016187
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 395 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.10.2014 მიღება
20.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჟიშკარიანი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52 2014 წლის 15 ოქტომბერი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის იურიდიული სამსახური 1. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, გამგეობის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და სენაკის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. სენაკი, ი. ჭავჭავაძის ქ. №103. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის  დებულების მე-9  მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი  საჯარო მოხელე.  3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების  მე-16 მუხლით. სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.  4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და გამგებლის წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას, სამსახურში შემოსული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და სენაკის მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას; დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას გამგეობის სხვა სამსახურებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ე) საჭიროების შემთხვევაში, გამგეობის სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას;      ვ) სათანადო ღონისძიებების გატარებას გამგეობის სამსახურებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად; ზ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა  და განმარტებების მიცემას; თ) გამგეობის სამსახურების  საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას; ი) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; კ) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ლ) მოქმედი კანონმდებლობით და სენაკის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.