⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.05.2016)
გაუქმებულია:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.10.2014
ძალის დაკარგვა 06.05.2016
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,073 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.10.2014 მიღება
06.05.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 2014 წლის 16 ოქტომბერი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,ზუგდიდის მინიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗.  საერთო მოთხოვნები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის (შემდგომში - აპარატი) ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით გათვალისწინებული შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) უნარ-ჩვევები. მუხლი 2🔗. სპეციალური მოთხოვნები 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ა) უმაღლესი განათლება/ბაკალავრი/მაგისტრი; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი  გამოცდილება; გ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; ე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი) დებულება; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და იურიდიული განყოფილების უფროსი ა) უმაღლესი/ბაკალავრი/ მაგისტრი იურიდიული განათლება; ბ) პროფესიის მიხედვით არანაკლებ  1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სამსახურში; გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და იურიდიული  საკითხთა განყოფილების მთ. სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება/ ბაკალავრი/მაგისტრი; ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი. ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების მთ. სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში: ა) უმაღლესი განათლება/ ბაკალავრი/მაგისტრი; ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების წმ. სპეცილისტი საქმისწარმოების საკითხებში: ა) უმაღლესი განათლება/ ბაკალავრი/მაგისტრი; ბ)ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ)ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი) დებულება; დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საფინანსო და მატერიალურ - ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსი ა) უმაღლესი/ბაკალავრი/მაგისტრი საფინანსო ან/და ეკონომიკური განათლება; ბ)  პროფესიის მიხედვით არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) „ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ივნისის №336 ბრძანება; ე) ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი) დებულება; ვ)  საქართველოს კანონი ,,საბიუჯეტო კოდექსი;“ ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 7. ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  საფინანსო და მატერიალურ - ტექნიკურ საკითხთა განყოფილების მთ. სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში: ა)  უმაღლესი განათლება/ბაკალავრი/მაგისტრი  ეკონომიკური ან/და იურიდიული განათლება; ბ) ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი) დებულება; დ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 8. ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების წმ. სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში: ა)  უმაღლესი განათლება/ბაკალავრი/მაგისტრი  ეკონომიკური ან/და იურიდიული განათლება; ბ)  ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი) დებულება; დ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა;  ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 9. ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  საფინანსო და მატერიალურ - ტექნიკურ საკითხთა განყოფილების მთ. სპეციალისტი საფინანსო საკითხებში: ა) უმაღლესი განათლება/ბაკალავრი/მაგისტრი  საფინანსო/ ეკონომიკური  განათლება; ბ) ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი) დებულება; დ) საქართველოს კანონი ,,საბიუჯეტო კოდექსი;“ ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 10. ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  საფინანსო და მატერიალურ- ტექნიკურ საკითხთა განყოფილების წმ. სპეციალისტი საფინანსო საკითხებში: ა) უმაღლესი განათლება/ბაკალავრი/მაგისტრი  საფინანსო/ ეკონომიკური  განათლება; ბ) ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი) დებულება; დ)საქართველოს კანონი ,,საბიუჯეტო კოდექსი;“ ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 11. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი: ა) უმაღლესი /ბაკალავრი/მაგისტრი ჰუმანიტარული განათლება ; ბ)  არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო ან/და საჯარო სამსახურში; გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ)ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი) დებულება; ე) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) სასურველია რომელიმე  უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ცოდნა; ზ) ძირითადი  საოფისე  კომპიუტერული  პროგრამების (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 12. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების მთ. სპეცილისტი: ა) უმაღლესი /ბაკალავრი/მაგისტრი ჰუმანიტარული ან/და საბუნებისმეტყველო განათლება; ბ)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი) დებულება; ე) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) სასურველია რომელიმე  უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ცოდნა; ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 13. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების წმ. სპეცილისტი: ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი)  განათლება ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი) დებულება; დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 14. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების  სპეცილისტი: ა) საშუალო, პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი)  განათლება ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი) დებულება; დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 15. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე: ა) უმაღლესი /ბაკალავრი/მაგისტრი; ბ)  არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო ან კერძო სექტორში; გ)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი) დებულება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.