„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 |
|
2014 წლის 17 ოქტომბერი ქ. ქუთაისი |
ა) პირველი მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„მუხლი 1.
1. ქალაქ ქუთაისის მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა;
გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის; „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების; „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილების; „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 10 სექტემბრის №973 ბრძანების ცოდნა;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint; Internet Explorer);
ე) სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
ვ) ასაკი – არანაკლებ 21 წელი;
ზ) სასურველია – უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული) ცოდნა, მუშაობის გამოცდილება სოციალურ სფეროში, საფინანსო–ეკონომიკური ან სამოქალაქო სამართლის კუთხით;
თ) სასურველი უნარ–ჩვევები:
თ.ა) ლიდერობა;
თ.ბ) კრეატიულობა;
თ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
თ.დ) კომუნიკაციის უნარი;
თ.ე) ორგანიზებულობა;
თ.ვ) გუნდური მუშაობა;
თ.ზ) შედეგზე ორიენტირებულობა.
2. ქალაქ ქუთაისის მერის მრჩეველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნეს–ადმინისტრირების, სამართლის, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო მეცნიერების ან ინჟინერიის სპეციალიზაციით;
ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა;
გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილების; „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N18 დადგენილების, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 10 სექტემბრის №973 ბრძანების ცოდნა;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint; Internet Explorer);
ე) სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
ვ) ასაკი – არანაკლებ 21 წელი;
ზ) სასურველია – უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული) ცოდნა, მუშაობის გამოცდილება სამართლის, ეკონომიკის ან მართვის სფეროში;
თ) სასურველი უნარ–ჩვევები:
თ.ა) ლიდერობა;
თ.ბ) კრეატიულობა;
თ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
თ.დ) კომუნიკაციის უნარი;
თ.ე) ორგანიზებულობა;
თ.ვ) გუნდური მუშაობა;
თ.ზ) შედეგზე ორიენტირებულობა.“
ბ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სოციალური მეცნიერებანი.“
|