მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.10.2014
ძალის დაკარგვა 24.11.2017
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.159.016163
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,034 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.10.2014 მიღება
24.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №31 2014 წლის 16 ოქტომბერი ქ. მარნეული მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის გ.ბ) ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“  ქვეპუნქტის შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/7 (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: სსმ, გვერდი, 001025040.35.159.016028; 08/02/2011)  დადგენილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წინამდებარე დადგენილების ამოქმედების დღიდან. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი დანართი 1 მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედეველობის სამსახურის სტატუსი. 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში ,,სამსახური”) თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი”-თ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და სხვა საკანონმდებლო_კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულიბითა და ამ დებულებით. 2. სამსახური წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის კომპენტენციის ფარგლებში აღასრულებს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს და  ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით. 3. სამსახური ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, აქვს ბეჭედი თვითმმართველი ერთეულის მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები. 4. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 5. სამსახურის კომპენტენცია, სტრუქტურა, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით. 6. სამსახური ანგარიშვალდებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 7. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მუხლი 2🔗. სამსახურის მუშაობის საერთო წესი და საქმისწარმოება. 1. სამსახურისა და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით. 2. სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. სამსახურში საქმისწარმოება ხორციელდება სახელწიფო ენაზე, წერილობითი ხასიათის მოქმედებით,  სამათალდარღვევის ოქმისა  და დამტკიცებული ფორმების გამოყენებით, ასევე დამტკიცებული ფორმის მიხედვით წარმოებს სამართალდარღვევის  ოქმის აღრიცხვის ჟურნალი. თავი II სამსახურის საქმიანობის მიზანი, ძირითადი ამოცანები და  ფუნქციები მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის მიზანი. სამსახური საქმიანობის მიზანია: ა) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის  ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. ბ) დადგენილი წესით უზრუნველყოს სამსახურის კომოპეტენციას მიკუთვნებულ  საკითხებზე სამართალდარღვევათა აღკვეთის ღონისძიების გატარება. გ) სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“  შესაბამისად სამართალდარღვევების საქმისწარმოება. დ) ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმიწარმოება, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ე) ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად, რეაგირება და სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით. ვ) განახორციელოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის  დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანა და კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი. მუხლი 4🔗. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები. 1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები. ა) სამშენებლო საქმიანობაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედევად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, რომლებიც აშენებენ ობიექტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიერ შემოწმებას ექვემდებარება ისეთი სამშენებლო საქმიანობის განხორციელება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა; ბ) ზედამხედველობა სამშენებლო საქმიანობაზე, მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, კონტროლი შენობა-ნაგებობის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე, სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულებაზე კონტროლი  ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” შესაბამისად სამართალდარღვევის საქმის წარმოება; გ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე,  რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან და დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და  საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად; დ) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ცალკეული დავალებების შესრულება; ე) მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მომსახურების შესახებ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების დაცვის და/ან დამტკიცებული შესაბამისი პროგრამების შესრულების უზრუნველყოფა, ხელშეკრულებისა და პროგრამების მიზნების, ამოცანების და პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და მათი მიმდინარეობა შესრულების მონიტორინგი; ვ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული საქმინობით, დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვების, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებური გაჩეხვის, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის მდგომარეობის, კეთილმოწყობის წესების დაცვის (შენობა-ნაგებობის ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა კიოსკების და ჭების, მარნეულის საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი; ზ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება; თ) უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; ი) მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;     კ) მოსახლეობისათვის ინფორმაციის მოწოდება ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; სტიქიური უბედურებისა და ავარიებისაგან მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების მიღება; ლ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობის/პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძეიბათა გატარება. მ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება. ნ) კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორცილება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე. 2. ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 51​3, 53​3, 55, 55​2, 55​3, 127​1 მუხლის მე-5 პუნქტი, 146​1, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტი, 150, 150​1, 151-ე მუხლის 1-ლი და მე-2, 152, 152​2, 153​4, 159-ე, 159​1, 198 მუხლების და საქართველოს ორგანული კანონი ,,საარჩევნო კოდექსი“-ს მე-80 მუხლის, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მუხლების   საფუძვლის არსებობისას გამოიყენოს მითითების ფურცელი და დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მოამზადოს მოხსენებითი ბარათი გამგებლის სახელზე,  შემდგომში  ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით. მუხლი 5🔗. სამსახურის უფლებები და მოვალეობები 1. ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია.   ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩაატაროს საჭირო შესაბამისი შემოწმებები; გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;     დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები; ე) დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოებთან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა. ვ) განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები დადგენილ ვადებში;  ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სამშნებლო საქმიანობის ზედამხედველობის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია: ზ.ა) მშენებლობის განხორცილებისას გასცეს მითითება როგორც სამშენებლო ნორმების და/ან სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; ზ.ბ) დადგენილი წესით შეაჩერონ კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს: ზ.ბ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება; ზ.ბ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია; ზ.ბ.გ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა; თ) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან საამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება (თუ დარღვევა დადასტურდა, ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ი) შეადგინოს შემოწმების აქტი და წარუდგინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრურირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დემონტაჟის საფუძველი შეიძლება იყოს: ი.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე მითითების  შეუსრულებლობა; ი.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით, განხორციელება რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა; ი.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია; კ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში; ლ) სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე მოცემულ კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში: ლ.ა) სახლმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტალური დადგენილი წესით გაუფორმებლობა. ლ.ბ) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა. ლ.გ) მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა. ლ.დ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა. ლ.ე) მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა. ლ.ვ) ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების დარღვევით. ლ.ზ) სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბარებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა. ლ.თ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა. ლ.ი) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება. ლ.კ) თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა. ლ.ლ) თვითმმართველი ერთეულის  მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება. ლ.მ) ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას. ლ.ნ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა. ლ.ო) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე. ლ.პ) რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა. ლ.ჟ) არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება). ლ.რ) ობიექტების დაპროექტებისას და მშენებლობისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საჭიროებისა და მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა. ლ.ს) სამხედრო-საარღიცხვო მოწმობის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვა. მ) დადგენილი წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოში. ნ) საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი კონსულტაციისათვის მოიწვიოს უწყებისა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები. ო) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ლ.ს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება შესაძლებელია სამსახურებრივი უფლებამოსილებით აღჭურვილი გამგებლის ნებართვის საფუძველზე მინდობილი პირის მიერ. 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამართალდარღვევის ოქმის (მკარი აღრიცხვის ფურცელი) გამოყენების გზით ზემოთხსენებული კომპეტენციის საზღვრების ფარგლებში მოახდინოს სამართალდამღვევის მიმართ აღმკვეთი ღონიძიების გატარება, ამისათვის სამსახურებრივად უფლებამოსილი პირის მიერ. თავი III სამსახურის სტრუქტურა, მართვა, პერსონალი და მათი უფლება-მოვალეობები მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა, მართვა და პერსონალი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით    თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამის კანონმდებლობით. 3. სამსახურის უფროსი: ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საერთო ხელმძღვანელობას. ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე. დ) ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით და წარუდგენს გამგებელს. ე) სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას. ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მომსახურეთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. ზ) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობებათა შესრულებას, ახორცილებს სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობის ზედამხედველობას. თ) იბარებს სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.  ი) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით  საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი წინადადებების მომზადება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების შესახებ. კ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო და  ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან უერთიერთობისას. ლ) ზედამხედველობის სამსახურში სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება ამ დებულებითა და ფუნქციური განაწილების შესაბამისად. მ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. ნ) სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. სამსახურის პერსონალი: ა) სამსახურის მოხელეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები. ბ) სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი კანონმდებლობით. გ) სამსახურის მოხელეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დ) სამსახურის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა შესაბამისი მასალებით. ბ) დადგენილი წესით ისარგებლოს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. გ) ისარგებლოს საქართველოს კანონებით  გათვალისწინებული საჯარო სამსახურის მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის მოსამსახურეების ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობები და ზემდგომი ხელმზღვანელების დავალებები კეთილსინდისიერად, მყისიერად და სრულყოფილად. ბ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. გ) სამსახურის უფროსს პერიოდულად და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. დ) შეასრულოს ამ დებულებით, შინაგანაწესით, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული მოვალეობები და ცალკეული დავალებები.