მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.10.2014
ძალის დაკარგვა 04.12.2017
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 495 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.10.2014 მიღება
04.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №33 2014 წლის 16 ოქტომბერი ქ. მარნეული მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის გ.ბ) ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისადმარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის ფორმა (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი დანართი  №1 მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის  მუნიციპალური  ზედამხედველობის  სამსახური მითითება  № ქ.მანეული                                                                                 შედგენის თარიღი: ________________________ დამრღვევის ვინაობა და მისამართი________________________________________________________                                                                      (მაიდენტიფიცირებელი  დოკუმენტი, მონაცემები) სამშენებლო   საქმიანობის   ობიექტი ________________________________________________________ ( მისამართი, საკადასტრო კოდი ) დარღვევის სახეობა , შინაარსი   და გამოსწორების მიზნით მისაღები  ზომები: აღნიშნული  გათვალისწინებულია   ,,პროდუქტის   უსაფრთხოებისა   და  თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსი“-ს    _______მუხლის _________________________________________________ დარღვევის  გამოსწორების  ვადა _______________________________________________           დღე მითითება შედგენილია  და ხელმოწერით ვადასტურებთ: _______________________________________ ________________________________________________________________________________________ შედგენის თარიღი ___________________________ მითითება ჩაბარდა        და გაეცნო: _______________________________________________________  (განთავსების ადგილი) მარნეულის   მუნიციპალიტეტის   გამგეობის    მუნიციპალური ზედამხედველობის  სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას     იწყებს     დამრღვევის  მიმართ  მითითების გაცემით (საქართველოს კანონის ,,პროდუქტის  უსაფრთხოებისა  და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“- ს 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი). მითითებით  განსაზღვრული    ვადის     გასვლის     შემდეგ     მუნიციპალური  ზედამხედველობის სამსახური  ამოწმებს   დამრღვევს, რაზედაც  დგება  შემოწმების  აქტი. შემოწმების  აქტში  აისახება მშენებარე  ობიექტის  ფაქტობრივი  მდგომარეობა  მითითების  პირობებთან  მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ)მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად შესრულდა. (საქართველოს  კანონის  ,,პროდუქტის  უსაფრთხოებისა  და  თავისუფალი  მიმოქცევის  კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი). თუ  მითითება დროულად  არ შესრულდა, მაგრამ   სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე,  დამრღვევი თავისუფლდება      პასუხისმგებლობისაგან,       ხოლო სამართალდამრღვევის   საქმის  წარმოება  წყდება      25- ე  მუხლის  მე-7 პუნქტი). თუ  შემოწმების აქტში დაფიქსირებულია  დარღვევა, აქტის საფუძველზე  მარნეულის მუნიციპალიტეტის  გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ -სამართლებრივ  აქტს -ბრძანებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის  დაჯარიმებისა  და   საქართველოს  კანონმდებლობის  დარღვევით  მშენებლობისა და   უნებართვო  დემონტაჟის   შეჩერების   შესახებ;  გ) დამრღვევის   დაჯარიმებისა   და საქართველოს   კანონმდებლობის   დარღვევით   აშენებული  შენობა   - ნაგებობის   მშენებლობის მთლიანად   ან ნაწილობრივ  დემონტაჟის, მშენებარე   შენობა-ნაგებობის  მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25- მუხლის მე-9 პუნქტი).დამრღვევის  მიერ       დაკისრებული       ჯარიმის       გადაუხდელობის      შემთხვევაში მარნეულის  მუნიციპალიტეტის   გამგებელი   იღებს  ადმინისტრაციულ   -სამართლებრივ   აქტს   -  ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ   (25-ე მუხლის მე-10  პუნქტი). საქართველოს  კანონით  ,,პროდუქტის  უსაფრთხოებისა  და  თავისუფალი  მიმოქცევის  კოდექსი“ გათვალისწინებულ  ვადაში მარნეულის     მუნიციპალიტეტის       გამგებლის      მიერ      ბრძანების მიუღებლობის  შემთხვევაში  დამრღვევი  თავისუფლდება  (საქართველოს  კანონით  ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა   და   თავისუფალი   მიმოქცევის  კოდექსი“)  გათვალისწინებული    ჯარიმის ვალდებულებისაგან.  ასეთ   შემთხვევაში   მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილის მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი  -ბრძანება,მხოლოდ საქართველოს   კანონმდებლობის   დარღვევით   აშენებული   შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ  დემონტაჟის, მშენებარე  შენობა-ნაგებობების        მშენებლობის  მთლიანად  ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის   შესახებ (25-ე მუხლის მე-14 პუნქტი). მარნეულის  მუნიციპალიტეტის გამგებლის  მიერ  საქართველოს კანონის  ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და     თავისუფალი მიმოქცევის     კოდექსი“ 25- ე  მუხლის მე-15  პუნქტში აღნიშნული   ბრძანება   არის   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი   აქტი,  რომელიც   აღსრულდება,,სააღსრულებლო   წარმოებათა   შესახებ“  საქართველოს   კანონით   დადგენილი   წესით   (  25-ე მუხლის მე15 პუნქტი).თუ ვერ ხერხდება  მხარისათვის  მითითების, შემოწმების   აქტის, უწყების ან ბრძანების (პირადი ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში,  შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ   სამართლებრივ   აქტში-ბრძანებაში   მითითებული   ობიექტის  თვალსაჩინო ადგილზე.  თვალსაჩინო   ადგილად   ჩაითვლება:  ა)  საინფორმაციო   დაფა;  ბ)  მშენებლობის ტერიტორიაზე  სამუშაოთა მწარმოებლისათვის  დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე ( 25-ე მუხლის მე-19 პუნქტი.) .