ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.10.2014
ძალის დაკარგვა 04.05.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 892 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.10.2014 მიღება
04.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №56 2014 წლის 16 ოქტომბერი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის    ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:     მუხლი 1🔗. დამტკიცდეს  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესი  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗. დამტკიცდეს  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში სამშენებლო  სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტები:                   ა)   „მითითების" ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად;                ბ)   „შემოწმების აქტის" ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად;                გ)   „უწყების" ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗. დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე დანართი №1 სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესი მუხლი 1🔗  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა საქართველოს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს კონტროლს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სადემონტაჟო საქმიანობაზე, კერძოდ: თუ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაფიქსირებული იქნება მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოების ფაქტი და ადგილზე ვერ მოხერხდება მიმდინარე საქმიანობის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი პირის (სპეციალისტის) მიერ, მოხდეს მითითების ფორმის შედგენა, რომელიც ჩაბარდება მეპატრონეს,  იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ჩაბარება, იგი გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე და გადაღებულ იქნეს ფოტო, რომლის შემდგომ მითითება  ჩაითვლება ჩაბარებულად.  მუხლი 2🔗    ობიექტის მეპატრონეს მიეცეს ვადა არაუმცირეს 3 (სამი) დღისა, რათა წარმოადგინოს ობიექტის მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟისათვის საჭირო  მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და შესაბამისი მშენებლობის სანებართვო მოწმობა ან ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ (სამართალდამრღვევის მიმართ) გატარდეს კანონშესაბამისი ღონისძიება.  მუხლი 3🔗     მითითებით მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილი პირის მიერ შევსებულ იქნეს შემოწმების აქტი, რომელშიც მითითებულ იქნება ,,მითითება“ შესრულდა თუ არა. თუ დამრღვევის მიერ მითითება შესრულებულია, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას (ბრძანებას) ,,საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით“. ხოლო თუ  მითითება არ იქნება შესრულებული, შედგეს უწყების ფორმა, რომლითაც სამართალდამრღვევი დაბარებული იქნება საქმის განხილვაზე ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში, რომლის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება (ბრძანება)   ,,დაჯარიმების შესახებ“.  მუხლი 4🔗  დაჯარიმების შესახებ ბრძანების გამოცემისთანავე, მოქალაქეს ჩაბარდეს შესაბამისი  გადაწყვეტილება (ბრძანება), თუ ვერ მოხერხდება მხარისათვის გადაწყვეტილების (ბრძანების) ჩაბარება, გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება თვალსაჩინო ადგილზე.      მუხლი 5🔗        ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული მოთხოვნა მშენებარე ობიექტის დადგენილი ვადების დარღვევით, ექსპლუატაციაში მიღების, მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე, ან კორექტირებული პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, რომელზეც  სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ფიქსირებულია სამართალდარღვევა, კერძოდ: დარღვეულია მშენებლობის ექსპლუატაციაში წარსადგენი ვადები, დარღვეულია ობიექტის პირვანდელი სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და ა.შ.,  უფლებამოსილი პირის (სპეციალისტის) მიერ შედგეს შემოწმების აქტი, რომელშიც ასახული იქნება შესაბამისი სამართალდარღვევა და დაიწყოს ადმინისტრაციული საქმის წარმოება. მუხლი 6🔗  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილების (ბრძანების)  მხარისათვის ჩაბარება მოხდება ამ წესის მეოთხე პუნქტის შესაბამისად. დანართი №2 მ ი თ ი თ ე ბ ა №      შედგენის თარიღი:______________ 1. ზედამხედველობის სამსახური დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2  პუნქტი). 2. მითითება არის ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა დამრღვევის მიმართ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით შეასრულოს მითითებაში მითითებული პირობები, დარღვევის გამოსასწორებლად. --------------------------------------------------------------------------------------------------------------- მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დამრღვევის დასახელება და მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ობიექტის დასახელება და მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება --- ლარით. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დარღვევის გამოსწორების ვადა  დღე -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მითითება ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- მითითება გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით. (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ განთავსების თარიღი 3. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 19-ე პუნქტი). პასუხისმგებელი პირი:                                                                  ჩამბარებელი: დანართი № 3 შემოწმების აქტი № შედგენის თარიღი:_______________ 1. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში. შემოწმების აქტი დგება --------------------------------------------------------------------------------- გაცემული N-------------მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად. ---------------------------------------------------------------------------------------------------- დარღვევის დასახელება და მისამართი: ------------------------------------------------------------------------------------------------- ობიექტის დასახელება და მისამართი: -------------------------------------------------------------------------------------------------- შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- შემოწმებით დადგინდა: ა)მითითება შესრულდა. ბ)მითითება არ შესრულდა. გ)მითითება სრულდება არადროულად. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- აქტი  ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა) --------------------------------------------------------------------------------------------------------- აქტი გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით. (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- განთავსების თარიღი  2. შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა ზედამხედველობის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ .  (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტი) 3. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან გადაწყვეტილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან გადაწყვეტილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 19-ე პუნქტი). 4. იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევა გამოსწორებულია და არ არსებობს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი, ზედამხედველობის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-11 პუნქტი). დანართი №4 უ წ ყ ე ბ ა  № პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, დაბარებული ხართ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ტექნიკური - სამშენებლო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით.  --------------------------------------------------------------------------------------------------------------- დამრღვევის დასახელება, მისამართი ობიექტის დასახელება და მისამართი საქმის განხილვის თარიღი: ------------------------------------------ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- საქმის განხილვის ადგილი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უწყების ჩამბარებელი პირი: -------------------------------------------  სახელი და გვარი უწყების მიმღები პირი: ------------------------------------------------- სახელი და გვარი თარიღი.