ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მერიაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.10.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 808 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.10.2014 მიღება
01.01.2024 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
სტაჟირება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა,  რომელიც არ ანაზღაურდება
მუხლი 2
სტაჟიორი
პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
მუხლი 2
კანდიდატი
პირი, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტაჟირების გავლის შესახებ წარადგენს განცხადებას  სსიპ- საჯარო სამსახურის ბიუროში,(შემდგომში ბიურო)  ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით
მუხლი 2
უშუალო ხელმძღვანელი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.  მუხლი 3.  სტაჟიორის სტატუსი 1. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი განათლების მქონე პირი  ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით.  2. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:
მუხლი 2
პირველი
შემოდგომის ნაკადი მიიღება სექტემბერში
მუხლი 2
მეორე
გაზაფხულის ნაკადი მიიღება მარტში.  მუხლი 5.  სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები 1. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მერიაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №59 2014 წლის 16 ოქტომბერი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ       საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4  პუნქტის, ამავე ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტაჟირების გავლის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗. დამტკიცდეს  ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე დანართი №1 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში  სტაჟირების გავლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი   1. ეს წესი განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში  სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.   2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მიზანია: ა) აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიცური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა. ბ) დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. მუხლი 2🔗.  წესში გამოყენებული ტერმინები  ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა,  რომელიც არ ანაზღაურდება; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში; გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტაჟირების გავლის შესახებ წარადგენს განცხადებას  სსიპ- საჯარო სამსახურის ბიუროში,(შემდგომში ბიურო)  ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით; დ) უშუალო ხელმძღვანელი – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.  მუხლი 3🔗.  სტაჟიორის სტატუსი 1. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი განათლების მქონე პირი  ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით.  2. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს: ა) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; ბ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.  მუხლი 4🔗. სტაჟიორის მიერ გასავლელი ეტაპები და საჭირო დოკუმენტაცია 1.  სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. 2. განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ წარედგინება ბიუროს  ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.  3. სტაჟიორობის კანდიდატისათვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები.  4.  სტაჟირების ხანგრძლივობის ვადა განისაზღვრება ერთიდან ექვს თვემდე. 5. დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებიც ვერ განაწილდნენ საჯარო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შევსების გამო, ირიცხებიან რეზერვში და მომდევნო ნაკადის ფორმირებისას ავტომატურად გაივლიან სტაჟირებას ხელახალი რეგისტრაციის გარეშე. 6.  სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ყოველწლიურად 2 ნაკადად: ა) პირველი – შემოდგომის ნაკადი მიიღება სექტემბერში; ბ) მეორე – გაზაფხულის ნაკადი მიიღება მარტში.  მუხლი 5🔗.  სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები 1. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს შესაბამისი დაწესებულების სპეციფიკას და კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას და ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს დაწესებულების ხელმძღვანელს; ე) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.  2. სტაჟიორი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც დაეკისრა სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი; გ) დაიცვას საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტის უფლება-მოვალეობები  1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორს სტაჟირების პერიოდში დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს  ზედამხედველობას, სამუშაო აღწერილობის ფარგლებში. 3. აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების შემთხვევაში, თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებასთან შეთანხმებით განსაზღვრავს სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკს. 4. დაწესებულება ვალდებულია წელიწადში ორჯერ ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე. 5. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა; ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში; დ) სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა.  მუხლი 7🔗.  სტაჟირების სხვა პირობები  1. სტაჟიორთა რაოდენობა თითოეულ ნაკადზე შეადგენს შესაბამისი საჯარო დაწესებულების  შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ფაქტობრივად დასაქმებულთა არანაკლებ 10 %-ს. 2. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟიორის პირადი განცხადება; ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობა; გ) დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით; დ) სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება); ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. 3. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი  დაწესებულების ხელმძღვანელი და ერთი კვირის ვადაში აცნობებს ბიუროს.  მუხლი 8🔗.  სტაჟირების დასრულება და სერტიფიკატის გადაცემა 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. 2.  სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში საჯარო დაწესებულების მიერ გაიცემა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი  სერტიფიკატი, რომლის ფორმაც დამტკიცებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.  3.  სერტიფიკატს ენიჭება ოთხ ციფრიანი ნომერი 0001-დან  9999-მდე, საკრებულოს შემთხვევაში ნომერს ემატება ინდექსის, ხოლო გამგეობის შემთხვევაში – ინდექსი - გ. 4. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს გაცემული სერტიფიკატების აღრიცხვას ზონარგაყრილ ჟურნალში (სერტიფიკატის ნომრის, მიმღები პირისა და გაცემის თარიღის მითითებით). დანართი №2 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ----------------------------------------------------------- სახელი, გვარი წარმატებით გაიარა სტაჟირება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ------------------------------------------------------- დაწესებულების დასახელება ----------------------------------------------------------------- სტაჟირების პერიოდი                                                                        რეგისტრაციის №                                                                                                                               დაწესებულების ხელმძღვანელი: