ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.10.2014
ძალაში შესვლა 01.11.2014
ძალის დაკარგვა 22.11.2017
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016182
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,629 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.10.2014 მიღება
01.11.2014 ძალაში შესვლა
22.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 2014 წლის 20 ოქტომბერი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ“   ქვეპუნქტის ,,ბ“ პრიმა,  61-ე მუხლის მეორე  პუნქტისა  და  საქართველოს  სხვა  საკანონმდებლო  აქტების  შესაბამისად,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის  სამსახურის დებულება  (დანართი  №1). მუხლი 2🔗 ეს  დადგენილება  ამოქმედდეს  2014 წლის 1  ნოემბრიდან.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი დანართი   №1 შიდა აუდიტის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  შიდა აუდიტის სამსახური 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას. 2. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში -გამგებელი) წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად. 3. სამსახური მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 4. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 5. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის  საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება; ბ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე,  გამგებლისათვის  დასამტკიცებლად წარდგენა; დ) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში; ე) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება.  ვ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; ზ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; თ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა; ი) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა; კ) მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ლ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების  საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; მ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ნ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ო) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად  დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მასალების გამგებელთან წარდგენა შემდგომი რეაგირებისათვის; პ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა; ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა; რ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები სამსახური უფლებამოსილია: ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, დამტკიცებული გეგმის შესაბამისად ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი მართვის და კონტროლის მექანიზმები და სხვა; ბ) განახორციელოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები. მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება და რისკების მართვა; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გამგებლის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით; დ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებიდან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი  თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით; ე) განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად; ვ) არაგეგმური აუდიტი - არაგეგმური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტი ტარდება აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებით. მუხლი 4🔗. სამსახურის მოვალეობები სამსახური ვალდებულია: ა) დაიცვას  წინამდებარე  დებულება,  შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, შუალედური სახით, გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში; გ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს გამგებელს; დ) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს გამგებელს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე; ე) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები წარუდგინოს  გამგებელს შემდგომი რეაგირების მიზნით; ვ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით. მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) შიდა აუდიტის განყოფილება; ბ) მონიტორინგისა და ინსპექტირების განყოფილება.  3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და  ათავისუფლებს  გამგებელი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-10  მუხლით, ამ დებულებით და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 4. სამსახურს  აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი,  ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები. 5. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს, მოსამსახურეთა  წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას; დ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები  გამგებელთან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მათ სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; ვ) შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივი მოვალეობების   განაწილების შესახებ წინადადებებს; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის  თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას. 6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის თანხმობით და გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების ერთ-ერთი უფროსი 7. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 8. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება  გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის თანხმობით და გამგებლის  ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 9. განყოფილების  მოხელეების  უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა  და  გამგებლის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 10. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სამსახურის მოხელეებს  საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გამგებელი, სამსახურის  მოხელეების  უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და გამგებლის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 11. სამსახურის მოხელეები  ვალდებულნი არიან დროულად და ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის  შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი; დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები. მუხლი 6🔗.  შიდა აუდიტის განყოფილება  შიდა აუდიტის  განყოფილების ფუნქციებია: ა) გამგეობის სტრუქტურელი ერთულების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების  ეფექტურობის, ეკონომიურობის შესწავლას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; გ) გამგეობაში ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის შესწავლას, ანალიზსა და შეფასებას; დ) მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლას და შეფასებას; ე) გამგეობის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზსა და მათ პრევენციას; ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების დადგენას და შეფასებას; ზ) ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის თვითმმართველობის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზს, მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას; თ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლას, ანალიზს, შეფასებას და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას; ი) ფინანსური მართვის, აღრიცხვიანობის და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტურობის შეფასებას; კ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენას; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗.  მონიტორინგისა და ინსპექტირების  განყოფილება მონიტორინგისა და ინსპექტირების  განყოფილების ფუნქციებია: ა) კონტროლის განხორციელებას გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, თანამდებობის პირებისა და თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და კანონმდებლობის შესრულებაზე; ბ) შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგს და კონტროლს; გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმებას და შეფასებას სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; დ) თვითმმართველობის მოხელეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ვ) გამგეობის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა ან/და რეკომენდაციების შემუშავება; ზ) გამგეობის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; თ) სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 8🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის დებულების დამტკიცება, რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.