ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.10.2014
ძალაში შესვლა 01.11.2014
ძალის დაკარგვა 22.11.2017
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2014 წლის 20 ოქტომბერი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ. ქვეპუნქტის ,,ბ“ პრიმა, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის ნორმატიული აქტების შესახებ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტი საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №18 დადგენილება (ვებგვერდი 17/07/2014 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი №010260020.35.158.016163)
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ - გამგეობა) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; გამგეობის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ადამიანური რესურსების მართვას; მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; გამგეობაში დანერგილი კომპიუტეტული პროგრამების ადმინისტრირებას; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლას; გამგეობის ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) იურიდიულ განყოფილება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
გ) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება;
დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
ე) პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილება.
ვ)მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლის, ანალიზის და მონიტორინგის განყოფილება
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი (ტექსტში შემდგომ - გამგებელი). სამსახურის უფროსი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-60 მუხლის, გამგეობის დებულების მე-10 მუხლის, ამ დებულებისა და გამგებლის მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას;
დ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გამგებელთან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მათ სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ვ) შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივი მოვალეობების განაწილების შესახებ წინადადებებს; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას.
ზ)გამგებლის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
5.სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
6. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
7. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-14 მუხლის და გამგებლის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით და გამგებლის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
8. განყოფილების მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება გამგებლის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
9. განყოფილების მოხელეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქცია
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგეობის მოხელეების იურიდიულ კონსულტაციას; საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების მომზადებას; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში.
ბ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს; საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზადებას; მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; სამსახურებისთვის სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას; მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასებების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; კადრების საჭიროებათა შესწავლას და მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების ორგანიზებას.
გ) გამგეობის სამსახურების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ გამგეობის სამსახურებს შორის; ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; გამართულ კომუნიკაციას გამგეობასა და საკრებულოს შორის; გამგეობის მოხელეების კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
დ) გამგეობის მოხელეების საოფისე მასალებით მომარაგებას; საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას; თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას; პროგრამული პროდუქტების მომსახურების უზრუნველყოფას; კომპიუტერული ტექნიკის გამართული ფუნქციონირებას და მონიტორინგის; ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში კონტრაქტორების, გარე შემსრულებლების მოძიება და მათთან ურთიერთობების განვითარებას; ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას; ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნა და განვითარება;
ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლას, ანალიზს, მონიტორინგს; ადმინისტრაციული ერთეულებში გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელების ხელშეწყობას.
მუხლი 4🔗. სამსახურის იურიდიული განყოფილება
სამსახურის იურიდიული განყოფილება დაგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტაციას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე) საკრებულოს ნორმატიული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების და გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებას.
მუხლი 5🔗. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება
სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;
ბ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
გ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;
დ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;
ე) გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
ვ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;
ზ) კონტროლს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;
თ) გამგეობის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;
ი) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციური მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
კ) კონტროლს გამგეობის საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
ლ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას;
მ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასებების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას;
ნ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ო) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას;
პ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
ჟ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
რ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;
ს) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ტ) გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებას;
მუხლი 6🔗. სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების და საქმისწარმოების განყოფილება:
1. სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების და საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;
ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
მ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას;
ნ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას;
მუხლი 7🔗. სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგეობის სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, კეთილმოწყობას;
ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
დ) გამგეობის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის ოფისების საოფისე მასალებით მომარაგებას;
ე) გამგეობის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის სარგებლობაში არსებული ინვენტარით, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
ვ) გამგეობის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას.
ზ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
მუხლი 8🔗. პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილება
სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების შესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
გ) პროდუქტების მომსახურების ფორმირებისას პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით წინადადებების დამუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
დ) პროდუქტებისა და მომსახურებებისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და განვითარება;
ე) პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა;
ვ) შიდა ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის გამართული ფუნქციონირების მონიტორინგი, ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ზ) პროდუქტების შექმნის პროცესის მართვა;
თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში შექმნილი პროდუქტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების დოკუმენტირების, ტესტირების, დანერგვის მეთოდოლოგიის კვლევა და კვლევის შედეგების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში კონტრაქტორების, გარე შემსრულებლების მოძიება, მათთან ურთიერთობების განვითარება;
კ) პროდუქტებთან დაკავშირებით საინფორმაციო ღონისძიებების ჩატარება;
ლ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობების შესწავლა, წინადადების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ნ) პროდუქტების მომსახურების ფორმირებისას ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით წინადადებების დამუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ო) პროდუქტებისა და მომსახურებებისთვის შესაბამისი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნა და განვითარება;
პ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა;
ჟ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში კონტრაქტორების, გარე შემსრულებლების მოძიება და მათთან ურთიერთობების განვითარება.
მუხლი 9🔗. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლის, ანალიზის და მონიტორინგის განყოფილება
1. სამსახურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლის, ანალიზის და მონიტორინგის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოფენ მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან და გამგეობასთან;
ბ) ორგანიზება უწევენ, აკონტროლებენ და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს და გამგებელს წარუდგენენ ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე თვითმმართველობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) ორგანიზებას უწევენ ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის გამოკითხვას და სახალხო განხილვების ჩატარებას;
დ) ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენისას ამზადებენ წინადადებებს დასახლებულ პუნქტებში დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევენ მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს;
ე) შეიმუშავებენ წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიის დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის შესახებ;
მუხლი 10🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.