⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.11.2017)
გაუქმებულია:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.10.2014
ძალაში შესვლა 01.11.2014
ძალის დაკარგვა 22.11.2017
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016183
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 990 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.10.2014 მიღება
01.11.2014 ძალაში შესვლა
22.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 2014 წლის 20 ოქტომბერი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ.  ქვეპუნქტის ,,ბ“ პრიმა,   61-ე მუხლის მეორე  პუნქტის,  საქართველოს  კანონის  „ნორმატიული  აქტების შესახებ“  25-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის  და  საქართველოს  სხვა  საკანონმდებლო  აქტების  შესაბამისად,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტი საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის  სამსახურის დებულება  (დანართი  №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის   ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბერის  №17 დადგენილება (ვებ.გვერდი სსმ,26,  17/09/2010 წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  №010.260.020.35.158.000.740). მუხლი 3🔗 ეს  დადგენილება  ამოქმედდეს  2014   წლის 1  ნოემბრიდან.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი დანართი   №1 ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა  და ქონების მართვის სამსახური 1.ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური  განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომში - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებასა და  მუნიციპალიტეტის ქონების მართვას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება; ბ) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი (მემდგომში - გამგებელი) სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე–10 მუხლით, ამ დებულებით და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.  4.სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს, მოსამსახურეთა  წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას; დ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები  გამგებელთან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მათ სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; ვ) შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივი მოვალეობების   განაწილების შესახებ წინადადებებს; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის  თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას. ზ)გამგებლის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 5.სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთერთი განყოფილების უფროსი. 6. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 7.განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება  გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის  ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთერთი მოხელე. 8. განყოფილების  მოხელეების  უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა  და  გამგებლის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 9.სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. სამსახურის მოხელეებს  საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გამგებელი;  10.სამსახურის მოხელეები : ა)  ვალდებულნი არიან დროულად და ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის  შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ს) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ტ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; უ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; ფ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ქ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ღ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; ყ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; შ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება სამსახურის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; ე) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; ზ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; თ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების ფუნქციები სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე; ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;  თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის დებულების დამტკიცება, რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.