ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.10.2014
ძალის დაკარგვა 22.11.2017
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,000 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.10.2014 მიღება
22.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 2014 წლის 20 ოქტომბერი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ“  ქვეპუნქტის ,,ბ“ პრიმა,   61-ე მუხლის მეორე  პუნქტის,  საქართველოს  კანონის „ნორმატიული  აქტების შესახებ“  25-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტის  და  საქართველოს  სხვა  საკანონმდებლო  აქტების  შესაბამისად,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის   სამსახურის დებულება  (დანართი  №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 11 ნოემბრის  №200 დადგენილება (სახელმ. რეესტ. რეგისტ. თარიღი 09/12/2009 წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  №01025002035158006035). მუხლი 3🔗 ეს  დადგენილება  ამოქმედდეს  2014   წლის 1  ნოემბრიდან.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი დანართი   №1  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის,  გაწვევის  და  მობილიზაციის სამსახურის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, ,,მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე აქტების და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად, განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობას და მუშაობის ორგანიზაციას. თავი  I ზოგადი დებულება  მუხლი 1🔗. სამხედრო აღრიცხვის,  გაწვევისა  და  მობილიზაციის სამსახური 1. სამსახური, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი (ტექსტში შემდგომ - გამგებელი). 3. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები. თავი II სამსახურის  ამოცანები  და  უფლება-მოვალეობანი  მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები  სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა; გ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება; დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება; ე) აქტიური, ინდივიდუალური და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი.  მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა; გ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; დ) მოქალაქეთა  სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ  სამუშაოთა შესრულება; ე) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა; ვ) სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ზ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; თ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს; ი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; კ) მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მასში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა; ლ)სამართალდაცვის ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს. მუხლი 4🔗. სამსახურის მოვალეობანი სამსახურის მოვალეობებია: ა) აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; ბ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; დ) განხორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამისილებანი. თავი III სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა მუხლი 5🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-10 მუხლის, ამ დებულების და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 2. სამსახურის თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს გამგებელი. 3. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციები განისაზღვრება გამგებლის მიერ დამტკიცებულ სამუშაოთა აღწერილობით. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამგებელს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევის და სხვადასხვა სამუშაოების შესრულების შესახებ; გ)  ამზადებს მობილიზაციის, აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე  სამართლებრივი აქტების პროექტებს; დ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს: დ.ა) სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას; დ.ბ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას; დ.გ) დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში; დ.დ.)სამხედრო   სამობილიზაციო მზადყოფნას; დ.ე) გაძლიერების აპარატის მომზადებასა და სამობილიზაციო გაშლის ბაზის სრულყოფას; დ.ვ) სახელმწიფო და კერძო სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშნის საკითხთა გადაწყვეტის შემოწმებას; ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ტექნიკურ რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების იმ გადაწყვეტილებათა შესასრულებალად, რომელიც ეხება სამსახურის ფუნქციებს; ვ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუფერხებლად გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მათი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.  მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი  1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:  ა) წარუდგინონ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;  ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;  გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;  დ) დააყენონ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;  ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.  2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით; ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად; გ) მოაწყონ სამობილიზაციო შტაბები; დ) შეასრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით. 3. გასაწვევი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ღონისძიებათა განსახორციელებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო სამხედრო სამსახურს, მისი განცხადების საფუძველზე, უზურნველყოფს სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით. თავი IV დასკვნითი დებულებები  მუხლი 7🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  დადგენილი  წესით. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით. 3. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.