,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.158.016186
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2014 წლის 20 ოქტომბერი

ქ. ბოლნისი

 

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში  (ვებგვერდი, 17/07/2014 წელი სარეგისტრაციო კოდი №010250020.35.158.016161)  შევიდეს შემდეგი  ცვლილება  და  დამატება:

მუხლი 1
დებულების მე-12 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს „კ)“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ)  შიდა აუდიტის სამსახური;“.

მუხლი 2
დებულების მე-13 მუხლის პირველ პუნქტი შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სამსახურების  საქმისწარმოების უზრუნველყოფა; გამგეობის  საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;  ადამიანური რესურსების მართვა; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ორგანოებში ახალი ელექტრონული კომპიუტეტული პროგრამების დანეგვა და ადმინისტრირება; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლა; მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან,  სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.“.

მუხლი 3
დებულების მე-13 მუხლს დაემატოს მეათე პუნქტი   და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა; შიდა აუდიტის ჩატარება; ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა; ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე  კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება.
მუხლი 4
ეს  დადგენილება  ამოქმედდეს  2014   წლის 1  ნოემბრიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.10.2014.
როდის იქნა მიღებული „,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.10.2014. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №41. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.158.016186.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.10.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №41, 20.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016186 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2546058/