საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1831
2014 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ:
ა) საგრანტო პროგრამების ფარგლებში, საგრანტო წინადადების მაღალი ხარისხით შეფასების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
ბ) საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადებისათვის, ტრენინგებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ორგანიზებული კონფერენციებისა და ტრენინგებისათვის აუცილებელი მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვები 2014-2015 წლის განმავლობაში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეიძინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული სატრენინგო მომსახურება.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2014 წლის განმავლობაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოში პირველი მაღალი ტექნოლოგიების და ინოვაციების ცენტრის (ტექნოლოგიური პარკის) სამშენებლო პროცესების უზრუნველსაყოფად საჭირო სადემონტაჟო, გამაგრებითი და სარემონტო - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერების მეშვეობით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი