⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.09.2015)
გაუქმებულია:

თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.10.2014
ძალის დაკარგვა 11.09.2015
გამომცემი ორგანო თიღვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.145.016080
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 222 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.10.2014 მიღება
11.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჭავჭავაძე თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2014 წლის 20 ოქტომბერი ქ. თბილისი თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის სამუშაო გამოცდილება; ბ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ბ.ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია. მუხლი 2🔗 საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის და განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან საშუალო სპეციალური განათლება (ტექნიკუმი ან კოლეჯი). მუხლი 3🔗 დადგინდეს თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის ტესტირების ეტაპის  გამსვლელი ზღვარი  სწორი პასუხების 50%. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის №12 დადგენილება. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე