⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.05.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.10.2014
ძალის დაკარგვა 01.05.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10/45
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016235
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,557 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.10.2014 მიღება
01.05.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ფაჩულია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილება №10/45 2014 წლის 17 ოქტომბერი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების  შესაბამისად, საკრებულომ  დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება, თანახმად დანართი 1-ისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 29 სექტემბრის  №8/35 დადგენილება და „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014  წლის 29 სექტემბრის  №8/36 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ფაჩულია დანართი 1 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას,  სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობას, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან, მშენებლობასთან, ინფრასტრუქტურის მოვლა–პატრონობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც   მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 4. სამსახურის დაფინანსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 5. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ფოთი, ჭანტურიას ქუჩა  №1. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ურბანული განვითარების განყოფილება; ბ) არქიტექტურის განყოფილება; გ) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება; დ) მშენებლობის განყოფილება; ე) ინფრასტრუქტურის განვითარების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების განყოფილება; ვ) ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების დაგეგმვას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტების კოორდინაციას; თ)მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; კ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას; ლ)პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  შესაბამისად, მის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს დადგენილებას და მითითებას; მ)მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს; ნ)წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; ო) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას; პ)ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ჟ)ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; რ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე; შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას. ს)წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებზე; ტ)წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურეობის ორგანიზების საკითხებზე; უ)წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში; ფ) წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე; ქ) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას; ღ)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის ურბანული განვითარების განყოფილების ფუნქციები სამსახურის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)ურბანული განვითარებისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას; ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ურბანული განვითარებისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; გ)წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ე)მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას; ვ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ზ)მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის არქიტექტურული განყოფილების ფუნქციები სამსახურის არქიტექტურული   განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; ბ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავებას; გ) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილებასთან ერთად არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას ; დ)სამშენებლო მიწის ნაკვეთების გამოყენების პირობების, არქიტექტურულ სამშენებლო პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;  ე)მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;  ვ)მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები: 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კომპეტენიის ფარგლებში ქალაქის გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობის, ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, გარე რეკლამების განთავსების საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; 2. გარე რეკლამების განთავსებაზე კონტროლი და ზედამხედველობა; 3. ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლი; 4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კომპეტენიის ფარგლებში გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი; 5. უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; 6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად,   ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ამავე კოდექსის 55​2 მუხლით „სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა“, 119​1 მუხლით „გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება“, 146​1 მუხლის „დასუფთავების წესების დარღვევა“, მე-2,    მე-3, მე-4, მე-5 ნაწილებით, 148-ე მუხლის „თვითმმართვეული ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა“, 150-ე მუხლით „თვითმმართვეული ერთეულის იერსახის დამახინჯება“, 150​1 მუხლით „თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა“, 151-ე მუხლით „თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან და თვითნებური განადგურება“, 152-ე მუხლით „ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშოების წარმოებისას“, 159-ე მუხლით „რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა“, 159​1 მუხლით „არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება)“, 152​2-ე მუხლით „საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა“, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ხოლო 135-ე მუხლით „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის შედგენა. 7. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების  განხორციელებასთან, აგრეთვე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის მომზადება. სამსახურის უფროსს ხელმოსაწერად წარუდგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ მითითებებისა და დადგენილებების პროექტების მომზადება. 8. რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთასთან, დაკავშირებული შესაბამის სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენა. 9. ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების პრევენცია და აღკვეთა, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; 10. მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; 11. ამ ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში შემავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოჩენის შესახებ,  სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ინფორმაციის მომზადება. 12. გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამოსწორების უზრუნველყოფისათვის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო წინადადებების შემუშავება და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა. 13. შესაბამისი დოკუმენტაციისა და სამართლებრივი  აქტების პროექტების მომზადება და მიღება. 14. სამართალდარღვევის   აღმოფხვრის ღონისძიებების  განსაზღვრა და ვადები, მათ ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება. 15. კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე  ვაჭრობის და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე კონტროლი. 16. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ მისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება. 17. მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების     განხორციელება. მუხლი 7🔗. სამსახურის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილების ფუნქციები სამსახურის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო  რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, ადგილობრივი საქალაქო  რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას; ბ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; გ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; დ) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს; ე)წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურეობის ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე; ვ)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗. სამსახურის მშენებლობის განყოფილების ფუნქციები სამსახურის მშენებლობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლსა და მონიტორინგს; ბ)ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაციის მომზადებას; გ)წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას;  დ) სამშენებლო  დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ე) შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადებას;  ვ)სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას სამსახურის უფროსისთვის, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას წარუდგენს მერს. ზ)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 9🔗. სამსახურის ქონება სამსახურის მთელი ქონება შეადგენს  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებას. მუხლი 10🔗. დასკვნითი ნაწილი სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.