1. საჯარო კონკურსს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით აცხადებს გამგებელი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.

2. გამგებლის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობისთვის შეტყობინების მომზადებას, რომელიც ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

3. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს მუნიციპალიტეტი.

4. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;

ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;

გ) შესასრულებელ სამუშაოს;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;

ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს;

ზ) კონკურსის ეტაპებს;

თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;

ი) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას;

კ) დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, აისახოს სხვა ინფორმაცია