⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.03.2016)
გაუქმებულია:

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი 20.10.2014
ძალის დაკარგვა 22.03.2016
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.154.016194
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2014
matsne.gov.ge 242 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.10.2014 მიღება
22.03.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 2014 წლის 20 ოქტომბერი დ. თიანეთი „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში (სსმ 280010000.35.154.016044) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:  1. დადგენილებით დამტკიცებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ   სოციალური მომსახურების პროგრამის“ მე-5 მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“. 2.  მე-3 მუხლის მე-2-პუნქტის „ა” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ა) ცნობა ოჯახური მდგომარეობის შესახებ გაცემული ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ (მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში)“. „გ) დედ-მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ და ცნობა ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული, ბავშვისა და მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.   3.  მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7.სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია (დადასტურებული ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ)“.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური