ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.10.2014
ძალის დაკარგვა 04.11.2015
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი | ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.11.2015
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2014 წლის 17 ოქტომბერი
ქ. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი
ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗
1. ამ წესით განისაზღვრება ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის საფუძვლები და წესი.
2. ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1. ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის წინაშე - სამეცნიერო, კულტურული, სახელოვნებო ან საზოგადოებრივი საქმიანობა, პროფესია ან კვალიფიკაცია, რის გამოც მუნიციპალიტეტი დაინტერესებულია, მიანიჭოს საპატიო მოქალაქის წოდება.
ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან/და ყვარლის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
3. ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს გარდაცვალების შემდეგაც.
მუხლი 3🔗
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრს;
ბ) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები);
გ) ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;
დ) ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე) ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ვ) საზოგადოებრივ გაერთიანებებს;
ზ) შვიდი ან მეტი სუბიექტისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს (ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არანაკლებ 1000 (ერთი ათასი) სრულწლოვანი პირის ხელმოწერა).
მუხლი 4🔗
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქართულ ენაზე თარგმანით, რომლის სისწორეც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით);
ბ) 2 (ორი) ფოტოსურათი, ზომით 3x4;
გ) წერილობითი თანხმობა ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 5🔗
1. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს. მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში წინადადებას და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს საკრებულოს.
2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში საკრებულო გამოსცემს განკარგულებას ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 6🔗
1. ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს, როგორც წესი, „ილიაობის’’ დღესასწაულზე, საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ „ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ მოწმობა და ატრიბუტიკა.
2. ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება „ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში“, რომელიც ინახება საკრებულოში.
მუხლი 7🔗
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება;
გ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს.
2. ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
მუხლი 8🔗
ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობისა და ატრიბუტიკის დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.