ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.10.2014
ძალის დაკარგვა 11.09.2015
გამომცემი ორგანო ქურთას მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.146.016080
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ნებიერიძე | ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2014 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის სამუშაო გამოცდილება;
ბ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი;
ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ბ.ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია.
მუხლი 2🔗
საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის -რწმუნებულის და განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან საშუალო სპეციალური განათლება (ტექნიკუმი ან კოლეჯი).
მუხლი 3🔗
დადგინდეს ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის ტესტირების ეტაპის გამსვლელი ზღვარი სწორი პასუხების 50%.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის №9 დადგენილება.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე