⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.09.2015)
გაუქმებულია:

ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.10.2014
ძალის დაკარგვა 14.09.2015
გამომცემი ორგანო ერედვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.147.016076
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 222 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.10.2014 მიღება
14.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2014 წლის 20 ოქტომბერი ქ. თბილისი ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  ა) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის სამუშაო გამოცდილება;  ბ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ბ.ე) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია. მუხლი 2🔗 საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის და განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან საშუალო სპეციალური განათლება (ტექნიკუმი ან კოლეჯი). მუხლი 3🔗 დადგინდეს  ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  თვითმმართველობის მოხელეთათვის ტესტირების ეტაპის  გამსვლელი ზღვარი  სწორი პასუხების 50%.  მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის №27 დადგენილება. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი