ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.10.2014
ძალის დაკარგვა 04.04.2018
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.133.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან კახიძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2014 წლის 20 ოქტომბერი
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად.
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან კახიძე
დანართი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის
დებულება
ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის (ტექსტში შემდგომ – კომისია) სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს, კომისიის საქმიანობის ორგანიზაციასა და მუშაობის წესს.
მუხლი 1🔗.
კომისიის სტატუსი
1. კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-თ, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს 28–ე მუხლის და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
4. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ასევე საკრებულოს რეგლამენტით. Kკომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით კომისიაში დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით შეიძლება სხვა პირთა სამუშაოდ მოწვევა.
5. კომისიის დებულებას, კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 2🔗.
კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ.
ბ) სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნისა და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამათა პროექტების შესახებ.
დ) ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, საზოგადოებრივი განათლებისა და მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამით პროექტების შესახებ.
ე) ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ.
ვ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ.
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ საყოფაცხოვრებო მომსახურეობის პირობების დადგენის შესახებ.
თ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”-ს მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების პროექტების შესახებ.
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გეოლოგიური პროცესების შედეგად დაზარალებული ოჯახების ხელშეწყობა.
2. კომისია ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებული არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 3🔗.
კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი-ს 28-ე მუხლისა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას.
ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას.
გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
თ) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;
ი) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;
კ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ლ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ–ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
მუხლი 4🔗.
კომისიის სამუშაო ჯგუფები
1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება კომისიის სამუშაო ჯგუფები.
2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის წევრი.
3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წინასწარ განიხილოს და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.
4. კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
ბ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამუშაო ჯგუფი.
5. განათლების კულტურისა და სპორტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე–2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა"–,,დ" პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
6. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე–2 მუხლის, პირველი პუნქტის ,,ე" – ,,ი" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
მუხლი 5🔗.
კომისიის საკონსულტაციო საბჭო
1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე დაინტერესებულ იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.
2. კომისიის საბჭოების პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. საკონსულტაციო საბჭოები კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავენ კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს, განიხილავენ კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
მუხლი 6🔗.
კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2 . კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე შრომითი ხელშეკრულებით კომისიაში შეიძლება სამუშაოდ იქნეს მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტები.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებანი
ამ დებულების მიღება, მასში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.