⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.11.2025)
გაუქმებულია:

„ახალციხის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულებისა და სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.10.2014
ძალის დაკარგვა 25.11.2025
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016170
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 707 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.10.2014 მიღება
25.11.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ახალციხის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულებისა და სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესის“ დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 2014 წლის 21 ოქტომბერი ქ. ახალციხე „ახალციხის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულებისა და სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს   ორგანული   კანონის  ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსი“    მე-16  მუხლის   მე-3 პუნქტის და  61-ე  მუხლის  მეორე  პუნქტის,  საქართველოს  საბიუჯეტო  კოდექსის  67-ე  მუხლის   შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს   ახალციხის  მუნიციპალიტეტის  სარეზერვო  ფონდიდან  თანხის  განკარგვის  მიზნით შექმნილი კომისიის დებულება და სარეზერვო ფონდიდან თანხის  განკარგვის წესი  დანართის 1-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი 1 ახალციხის  მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულება და სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესი თავი I  ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1. დებულება, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსის“, საქართველოს კანონის, „საქართველოს   საბიუჯეტო   კოდექსისა“   და   ახალციხის   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად   „საქართველოს  საბიუჯეტო  კოდექსის“  67-ე  მუხლით  გათვალისწინებული   სარეზერვო ფონდიდან  თანხის  განკარგვის   მიზნით   შექმნილი   კომისიის   სამართლებრივ   სტატუსს,   სტრუქტურას, უფლებამოსილებას,  სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესს და აწესრიგებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ახალციხის  მუნიციპალიტეტის   სარეზერვო  ფონდიდან  თანხის  განკარგვის  მიზნით  შექმნილი  კომისია   წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  დროებით კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს    საქართველოს  კანონის   „ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსით“,  საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს  საბიუჯეტო კოდექსით“,  ახალციხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  რეგლამეტითა  და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას. თავი II კომისიის სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება მუხლი 2🔗. კომისიის შექმნა და შემადგენლობა 1. კომისია  შედგება კომისიის ძირითადი და დამატებითი წევრებისაგან.  კომისიის ძირითად წევრების შემადგენლობას  განსაზღვრავს   ახალციხის   მუნიციპალიტეტის   გამგებლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით,  ხოლო კომისიის დამატებითი წევრების  შემადგენლობას - კომისიის  თავმჯდომარე საჭიროებისამებრ, თითოეული სხდომისათვის შესაბამისი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით. 2. კომისიას  ჰყავს კომისიის თავმჯდომარე რომელიც  ხელმძღვანელობს კომისიას, თავმჯდომარის  მოადგილე და სხდომის  მდივანი.  რომელთაც კომისიის  წევრთა შემადგენლობიდან  ნიშნავს  მუნიციპალიტეტის გამგებელი, 3. კომისის წევრთა შემადგენლობაში   შეიძლება შევიდნენ    გამგებლის    მოადგილეები,    სტრუქტურული    ერთეულის    ხელმძღვანელები, საკრებულოს წარმომადგენლები, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო მოხელეები ან/და დამოუკიდებელი ექსპერტები. მუხლი 3🔗. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს გამგეობაში ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შემოსული  განცხადება/შეტყობინება, ან სხვა საჯარო ინფორმაცია რომელზედაც შესაძლოა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნას თანხა. 2. კომისიის   წევრები   ვალდებულნი   არიან   საკითხის   განხილვის   დაწყებამდე   განაცხადონ   ინტერესთა კონფლიქტის   არსებობის   შესახებ   (‘საჯარო   სამსახურში   ინტერესთა   შეუთავსებლობისა   და   კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად). 3. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ მიიღებს საკითხის განხილვაში. 4. კომისია განიხილავს: ა) კომისიის სხდომაზე  წარმოდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულეს, საფუძვლიანობას და მის შესაბამისობას კანონთან; ბ) იღებს  გადაწყვეტილებას განცხადების განხილვის ან/და მის  განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზების შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე). გ) იხილავს განცხადებაში მითითებულ საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას  სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 4🔗. კომისიის სხდომა 1. კომისიის  სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ,  კომისიის თავმჯდომარის მიერ, ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად. 2. კომისია უფლებამოსილია თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3. კომისია,  გადაწყვეტილებას რომელსაც  აქვს  სარეკომენდაციო  ხასიათი,  იღებს  ხმათა  უმრავლესობით. 4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს. 5. კომისიის  წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული  აზრი წერილობითი  ფორმით  დაურთოს  ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. კომისიის  სხდომა ფორმდება  ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის  თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე კომისიის წევრი. თავი III სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესი და მიზნები მუხლი 5🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნობრიობა ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად, როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის  გადაუდებელი ხარჯების დაფინანსება, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის   სიცოცხლეს,   ჯანმრთელობას,   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე   განთავსებულ   ქონებას,   ან კანონით დაუცველ სხვა სიკეთეს; წყალდიდობის, მეწყერის, ხანძარის, ქარიშხალის,  გადაუდებელი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების,  ლიკვიდაციასთან  დაკავშირებული  ხარჯების დაფინანსება;  სახელმწიფო  ან ადგილობრივი ჯანდაცვითი   და სოციალური  პროგრამებით  გაუთვალისწინებელი  ან/და პროგრამით  გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე  ან/და გადაუდებელი შემთხვევების დაფინანსება და სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც კანონით აკრძალული არ არის. მუხლი 6🔗. სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა 1. უფლებამოსილი  პირი,  მითითებული საკითხის ირგვლივ მოძიებულ მასალას კომისიის სათანადო  დასკვნასთან ერთად წარუდგენს გამგებელს. გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის ან განკარგვაზე უარის თქმის შესახებ. 2. გამგებელი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობის  შემთხვევაში კომისიის სარეკომენდაციო დასკვნის გარეშე პირადად მიიღოს გადაწყვეტილება  სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვასთან დაკავშირებით. 3. გამგებლის მიერ გამოცემული  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი   აქტი სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის თაობაზე  უნდა შეიცავდეს    ინფორმაციას    სარეზერვო    ფონდიდან განსაკარგავი თანხის ოდენობასა და მიზნობრიობას. თავი IV დასკვნითი დებულებები მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი ახალციხის   მუნიციპალიტეტის   ბიუჯეტის  სარეზერვო  ფონდიდან  თანხის  განკარგვის  მიზნით  შექმნილი დროებითი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.