ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.10.2014
ძალის დაკარგვა 26.10.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.10.2015
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის და დასაქმების საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2014 წლის 22 ოქტომბერი
ქ. რუსთავი
ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე
დანართი
ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების,
ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე.
2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონით და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მერიის დებულებით და ამ დებულებით.
3. სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.
4. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი, რომლით სარგებლობის ფარგლებს განსაზღვრავს საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესი.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, მერაბ კოსტავას გამზირი №20.
თავი II
სამსახურის ფუნქციები და მისი განყოფილებები
მუხლი 2🔗.
სამსახურის განყოფილებები და მათი ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს განვითარების მიზნით სამსახურისადმი დაქვემდებარებულ სფეროში არსებული დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად წინადადებებისა და პროექტების შემუშავება;
ბ) ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სოციალური მომსახურების,ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება, შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და მიღება-ჩაბარება;
გ) ამ სამსახურის სფეროში არსებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის ხელისშეწყობა და თანამშრომლობა;
დ) საქმიანი კონტაქტების დამყარება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, ქალაქის მერიისა და საკრებულოს დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა)სოციალური მომსახურების განყოფილება;
ბ) ჯანმრთელობის განყოფილება;
გ) განათლების განყოფილება;
3. სოციალური მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს;
ა) სოციალურ სფეროში ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის საჭირო ნორმატიული ბაზის შექმნისა და სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადებას, მათ წარდგენას მერთან და საკრებულოში.
ბ) სოციალური დახმარების გაწევას პენსიონერების, უსახლკაროების, ინვალიდებისა და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი სხვა ფენებისათვის ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხების, წინადადებების, მასალების მომზადებას;
დ) დედათა და ბავშვთა სოციალური დაცვის ღონისძიებათა შემუშავებას და განხორციელებას.
ე) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის უსახლკაროთა რეგისტრაციასა და მათი თავშესაფარით უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას;
ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დახმარებების გაცემის ხელშეწყობას;
ზ) სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობის მიღებას;
4. ჯანმრთელობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებასა და დადგენილი წესით ქალაქის მერთან წარდგენას;
ბ) ქალაქის ჯანმრთელობის სფეროს ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისა და წინადადებების მომზადებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობას.
5. განათლების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებასა და დადგენილი წესით ქალაქის მერთან წარდგენას;
ბ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, ხელოვნების სხვადასხვა დარგის (თეატრი,მუსიკა, მხატვრობა) განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელების მონიტორინგს;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის და სასპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
დ) სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა, მასობრივი სპორტულ- გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების ორგანიზებას;
ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების შექმნაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) მოზარდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კულტურის სფეროში მოღვაწე შემოქმედებით ჯგუფებთან ურთიერთობას, მათი საქმიანობისა და პრობლემების შესწავლასა და ხელშეწყობას;
თ) სამიზნე ჯგუფისათვის ახალგაზრდული დღეების, თამაშების ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენას;
ი) დაქვემდებარებული კულტურის საგანმანათლებლო და სკოლის გარეშე დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავებას;
კ) სხვადასხვა ქალაქებთან კულტურისა და განათლების საკითხებზე თანამშრომლობის სფეროში ქალაქ რუსთავის კავშირების განვითარებისათვის წინადადებების მომზადებას;
ლ) ქალაქ რუსთავში სპორტის პერსპექტიული განვითარების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას;
მ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციასა და ხელშეწყობას;
თავი III
სამსახურის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლებამოსილებები
1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია,
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები,საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი;
გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებითა და ქალაქის მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4🔗.
სამსახურის მოვალეობები
1. სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/ და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს, საკრებულოს.
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და პასუხი აგოს თავის საქმიანობაზე. იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ვალდებულების და სხვა ფინანსურ ღონისძიებაზე;
გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
თავი IV
სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 5🔗.
სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერი.
2. სამსახურში განყოფილებებს ხელმძღვანელობენ და მათ საქმიანობებს წარმართავენ განყოფილების უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
3. სამსახურის უფროსის სამსახურში არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას მერის დავალებით, ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან განყოფილების ერთ-ერთი უფროსი.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) უქმნის სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს.რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ი) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.
კ) პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაგეგმილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე;
ლ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტებს;
მ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/ და სხვა საფუძველზე;
ნ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
ო) ასრულებს საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტით ან დავალებით მინიჭებულ კონკრეტულ უფლებამოსილებებს;
პ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ჟ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობა ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
თავი V
სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
მუხლი 6🔗.
სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
თავი VI
რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 7🔗
1. სამსახურის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.