📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.10.2014
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,088 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2014 მიღება
05.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2014 წლის 22 ოქტომბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის  №43 და „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის  №67  დადგენილებები. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე დანართი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე. 2. სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებებით და ამ  დებულებით. 3. სამსახური წარმოადგენს  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის    სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მერიის სახელით. 4. სამსახურს აქვს ბლანკი, შტამპი და ბეჭედი, რომლით სარგებლობის ფარგლებს განსაზღვრავს საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი წესი. 5. სამსახურის მისამართი: საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, კოსტავას გამზირი №20. თავი II სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანი და ფუნქციები მუხლი 2🔗 1. მოქმედი კანონმდებლობით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, სამსახურის ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის ყველანაირი შესყიდვების პროცედურების განხორციელება და ხელშეკრულებათა მომზადება; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე ადგილობრივი შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და სათანადო წინადადებების მომზადება; გ) შემსყიდველი ორგანიზაციების საკონსულტაციო მომსახურება; დ) დადგენილი წესით ანალიტიკური, პროგნოზული, ექსპერტული და ინფორმაციული სამუშაოების შესრულება საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადგილობრივი შესყიდვების გეგმების საფუძველზე. ამ გეგმებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება; ე) მომწოდებელთა რეესტრის წარმოება; ვ) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერა და ადგილობრივი შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობა; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წლიური გეგმის პროექტის მომზადება, დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადება და განხორციელება. თ) ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზება, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, შესყიდვის ხელშეკრულების პროექტის მომზადება; ი) დაგეგმილი და წარმოებული შესყიდვების, ასევე შესყიდვების არსებული და შესაძლო ობიექტების პოტენციური მიმწოდებლებისა და შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ერთიანი სისტემატიზებული ფორმით ინფორმაციის შეგროვება. კ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სამსახური ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა. ლ)  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან მხარჯავი დაწესებულებებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება-დამუშავების უზრუნველყოფა,  საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე  წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად. მ)  შემოსულობების პროგნოზირება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, აგრეთვე სამსახურებთან ერთობლივი საქმიანობის საფუძველზე. ნ) საკრებულოს დადგენილების პროექტთან ერთად დადგენილ ვადაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა, შემდგომში საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად. ო) დადგენილი წესის თანახმად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადება მუნიციაპლიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შესატანად; საჭიროების შემთხვევაში  წინადადებების  მომზადება გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე; პ) ქალაქ რუსთავის მუნციპალიტეტის ბიუჯეტის აღსრულების განხორციელება, რისთვისაც ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების მიხედვით. ჟ)   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავების უზრუნველყოფა, საბოლოო ინფორმაციის პროგრამულ ბაზებში ატვირთვა,   ფაქტიური შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგის დაწესება; რ) დადგენილი წესის თანახმად განსაზღვრულ შემთხვევებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხარჯების გადარიცხვის მიზნით გათვალისწინებული ფინანსური დოკუმენტის (ვალდებულება/საგადახდო) მომზადება და დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილება და მერიის სამსახურების საბიუჯეტო ვალდებულებებისა და საგადახდო მოთხოვნების მიღება; ს)  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულების მიზნით მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო ვალდებულებების და საგადახდო მოთხოვნების მიღება-დამუშავება;  დადგენილი წესის მიხედვით  მერიის სამსახურების და მხარჯავი დაწესებულებების ვალდებულებების რეგისტრაცია და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდა.                ტ)  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადება, რისთვისაც: უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას; იღებს ინფორმაციებს  მერიის სამსახურებიდან, საბიუჯეტო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო ხარჯების გამოყენების შესახებ. უ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ და წლიურ ანგარიშების მომზადება-წარუდგენა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის. ფ) ერთიანი კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზის შექმნა, საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფის განხორციელება, ქ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  საბიუჯეტო მაჩვენებლების სტატისტიკურ-საინფორმაციო მონაცემების შემუშავება, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება მერიის ვებგვერდის განახლებაში;  დადგენილი წესით მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება და მიწოდება. ღ) უზრუნველყოფს სამსახურში შექმნილი დოკუმენტების არქივისათვის გადასაცემად მომზადებას.  მუხლი 3🔗 1. სამსახურში იქმნება შემდეგი განყოფილებები: ა) ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილება ბ) სახაზინო განყოფილება გ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება დ) შესყიდვების და დაგეგმარების განყოფილება 2. ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების ფუნქციებია: ა) ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ფორმირების განსახორციელებლად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირების ანალიზისა და შესაბამის წინადადებების მომზადება. ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღება, საბოლოო ინფორმაციის ჩატვირთვა პროგრამულ ბაზებში. აწესებს შემოსულობების ფაქტიური შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგი. გ) ცირკულარის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მიღება და შემოწმება. დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურების ინფორმაციების, მასალების მიღება და დამუშავება. ე) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის – შემოსულობების საერთო თანხის, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარების და სხვა შემოსულობების გადასახადების წყაროების გამოყოფით და ხარჯების საერთო თანხის შედგენა, საბიუჯეტო ასიგნების მხარჯავ დაწესებულებებზე და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად. ამ სახით შედგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დადგენილების პროექტის წარდგენა სამსახურის ხელმძღვანელთან მერისთვის წარსადგენად, შემდგომში საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.   ვ) დამტკიცებული ბიუჯეტის და შემდგომში განხორციელებული ცვლილებების სამსახურის ერთიან კომპიუტერულ ბაზაში  შეტანის უზრუნველყოფა; ზ)  მერის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ მერის ბრძანების პროექტის მომზადება; კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზება, ამ მიზნით  შესაბამისი ინფორმაციების მიღება, დამუშავება და ანალიზი. . თ)  ანალიტიკური ინფორმაციისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მიღებულ წერილებსა და მოქალაქეთა განცხადებებზე დასკვნებისა და პასუხების მომზადება. 3. სახაზინო განყოფილების ფუნქციებია: ა) მხარჯავი დაწესებულებებიდან მიღებული ვალდებულების დოკუმენტის და საგადახდო მოთხოვნების  პროგრამულ ბაზებში შეტანა და შესაბამისი საგადახდო დავალებების ფორმირება. ბ) წარმოდგენილი ვალდებულების დოკუმენტის წარმოება და საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების რეკვიზიტების სისწორისა და სისრულის, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობის აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოს შესრულების ვადასთან, ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან შემოწმება, რეკვიზიტების შედარება ხელშეკრულებასთან და პირველად დოკუმენტაციასთან. გ) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებაზე კონტროლი; რეკვიზიტების შედარება ხელშეკრულებასთან; სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებიდან საგადასახადო მოთხოვნის დ) მომზადებულ და შემოწმებულ ვალდებულებებისა და საგადახდო მოთხოვნების  ხელმოსაწერად წარდგენა. ე) ქალაქის მერთან წარსადგენად  ვალდებულებების ყოველდღიური რეესტრის წარმოება. ვ) ხელმძღვანელობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების საფუძველზე რეესტრის მომზადება და ფორმირება მომსახურე საბანკო დაწესებულებაში წარსადგენად, რომელიც ხორციელდება ელექტრონული სისტემის  ან საგადახდო დავალებების საშუალებით. ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად  სახაზინო სისტემის ფუნქციონირების სრულყოფის, ფინანსური აღრიცხვის მეთოდოლოგიისა და სახაზინო სისტემის სხვა პროცედურულ საკითხებზე წინადადებების მომზადება თ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად სხავადასხვა ორგანიზაციებიდან მიღებულ წერილებზე და მოქალაქეთა განცხადებებზე  დასკვნებისა და პასუხების მომზადება.     ფორმირება, კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში  შეტანა ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით. ი) ყოველი თვის დასაწყისში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშების განყოფილებისათვის საგადასახადო დეკლარაციის შესავსებად შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა. 4. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია: ა) საბიუჯეტო ორგანიზაციების შესანახი ხარჯების ყოველდღიური ოპერატიული აღრიცხვა, მერიის შესანახი ხარჯების ნაერთი, კვარტალური და წლიურ ანგარიშების (ბალანსების) შდგენა-დამუშავება; მერიის სამსახურების საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება; წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობაზე კონტროლი აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოს შესრულების ვადის შესაბამისობაზე ზედამხედველობა ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, რეკვიზიტების შედარება ხელშეკრულებასთან. წარმოდგენილ ვალდებულებაზე თანდართული შესრულებული სამუშაოს პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება.   ბ) სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ მათი სახაზინო განყოფილებისთვის გადაცემა ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით. გ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების და სხვა თანხების დარიცხვა, უწყისების შედგენა და გასაცემი თანხების დროულად გადარიცხვა. დ)  მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია,  შედეგების განსაზღვრა და  ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვა. ე)  ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთაღრიცხვების და სხვა საბუთების შენახვაზე კონტროლი და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარება. ვ) ყოველთვიური და კვარტალური გაანგარიშებების შედგენა და დადგენილ ვადაში შესაბამის ინსტანციებში ჩაბარება. ზ)  მერიის სამსახურებისთვის და მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებისთვის მეთოდური დახმარების გაწევა საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესების და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე. 5. შესყიდვების და დაგეგმარების განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის ყველანაირი შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა; ბ) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერა და ადგილობრივი შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობა; გ)  ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზება, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭირო შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მომზადება; დ)საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადება; ე) დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადება და განხორციელება. ვ) მომწოდებელთა რეესტრის წარმოება; ზ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე ადგილობრივი შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და სათანადო წინადადებების მომზადება; თ) დადგენილი წესით ანალიტიკური, პროგნოზული, ექსპერტული და ინფორმაციული სამუშაოების შესრულება საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადგილობრივი შესყიდვების გეგმების საფუძველზე. ამ გეგმებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება; ი) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წლიური გეგმის პროექტის მომზადება, კ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება; ლ) წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის დროული ატვირთვა შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში; მ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის წარდგენა თავი III სამსახურის უფლებები და მოვალეობები მუხლი 4🔗 დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშვების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში  კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი; გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოსა და მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით  და ქალაქის მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 5🔗 სამსახური ვალდებულია: ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს, საკრებულოს; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავის საქმიანობაზე, იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული  „ვალდებულების დოკუმენტის“  მართებულობაზე; გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. თავი IV სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია მუხლი 6🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს და რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს -ათავისუფლებს  მერი. 2. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქის მერი. 3. სამსახურის განყოფილებებს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) უქმნის სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს  კონფერენციებსა და სხვა სემინარებზე მონაწილეობის მისაღებად; თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; ი) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე; კ) პასუხისმგებელია მერიის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის და დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის (ააიპ, შპს და ა.შ.) საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის სისწორეზე და ამ სახსრების მიზნობრივად ხარჯვაზე; ლ) შეიმუშვებს და მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტებს; მ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე; ნ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტებით, რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე; ო) ასრულებს მერის სამართლებრივი აქტით ან დავალებით მინიჭებულ კონკრეტულ უფლებამოსილებებს; პ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5.სამსახურში განყოფილებებს ხელმძღვანელობენ და მათ საქმიანობებს წარმართავენ განყოფილების უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 6.სამსახურის უფროსის მოადგილე სამსახურის უფროსთან შეთანხმებით კოორდინაციას უწევს სამსახურსში არსებული განყოფილებების ფუნქციების შესრულებას. 7.სამსახურში არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის დავალებით, ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან განყოფილების ერთ-ერთი უფროსი. თავი V სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები მუხლი 7🔗 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  საკუთრებას. 2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინასების ერთადერთი წყაროა რუსთავის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. თავი VI დასკვნითი დებულებები მუხლი 8🔗 1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა) რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი. 3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები. 4. სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველია საკრებულოს დადგენილება.