⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.04.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.10.2014
ძალის დაკარგვა 17.04.2015
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.137.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 533 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2014 მიღება
17.04.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №53 2014 წლის 22 ოქტომბერი დ. ადიგენი ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ. ბ“ ქვეპუნქტის: საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის; საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ მე-2 მუხლის და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის  შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები  და განკვეთების ოდენობა დანართი №1 – ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 3 თებერვლის  №5  დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე დანართი N1 ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განაკვეთების ოდენობა მუხლი 1🔗. ადგილობრივი მოსაკრებლები 1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. 2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის. 3. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან    ბირთვული   ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის)  დაჩქარებული მომსახურებისათვის. 4. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისავის. მუხლი 2🔗. ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთები 1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს: ა)  თითოეულ სამორინეს  მაგიდაზე – კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით. 2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს: ა) ახალასამშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით; ბ) ხაზობრივი ნაგებობისათვის გადასახადის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ბ. ა) გასზადენი, ნავთობსადენი, ელექტროგადამცემი ხეზები-ერთ გრძივ მეტრზე 0,8 ლარი; ბ. ბ) წყალარინები- 0,8 ლარი;  გ) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადასახადისგან სტიქიური უბედურების შედეგად              დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გათავისუფლდნენ ამ წესით         დაწესებული მოსაკრებლის გადასახადისგან. 3.  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების  დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანა) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს : ა) II  და III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში: ა. ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში - 500 (ხუთასი) ლარი; ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში - 300 (სამასი) ლარი; ა.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში   - 200 (ორასი) ლარი; ბ. IVკლასის  შენობა-ნაგებობის შემთხვევაში; ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში - 1500 (ერთიათასხუთასი) ლარი; ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში  - 1000 (ერთიათასი) ლარი; ბ.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში - 700 (შვიდასი) ლარი. 4.  მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს: დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ერთ სულ მოსახლეზე   0,50 ლარის ოდენობით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 10 (ათი) ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.