თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.10.2014
ძალის დაკარგვა 07.10.2015
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016123
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გურგენიძე | თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №38 დადგენლების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.10.2015
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.11.2013
დოკუმენტის ტექსტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2014 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები" დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ დანართი N2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 ნოემბრის №8 დადგენილება /ვებგვერდი; სსმ, 03/12/2013; სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016082/
მუხლი 4🔗
დადგენილებაამოქმედდესგამოქვეყნებისთანავე.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ გურგენიძე
დანართი №1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
საერთო მოთხოვნები
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ საჯარო მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია;
გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
2. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;
გ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
დ) მინიმუმ ერთი რეკომენდატორი
ე) სამოტივაციო წერილი
3.სასურველიუნარჩვევები:
ა) ლიდერობა
ბ) უცხო ენების ცოდნა
გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
დ) კომუნიკაციის უნარი;
ე) ორგანიზებულობა;
ვ) გუნდური მუშაობა;
ზ) შედეგზე ორიენტირებულება;
თ) კრეატიულობა.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს აპარატის უფროსი
ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
ბ) საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა.
დ) საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა.
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის) ცოდნა;
მუხლი 3🔗.
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
ბ) საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება
გ) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა
დ) საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის) ცოდნა;
მუხლი 4🔗.
საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი
ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო ან კერძო სექტორში.
გ) საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა.
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის) ცოდნა.
მუხლი 5🔗.
საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი - იურიდიულსაკითხებში
ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამის ,,კოდექსი“ ცოდნა;
ე) საქართველოს შრომის კოდექსი
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.
მუხლი 6🔗.
საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში
ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ჟურნალისტიკის მიმართულებით.
ბ) მუშაობის გამოცდილება ჟურნალისტიკის, ბეჭდვითი მედიის, რადიოსა და ტელევიზიის სფეროში.
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.
მუხლი 7🔗.
საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი
ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:
ა) უმაღლესი, ტექნიკური ან საშუალო განათლება
ბ) შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.
მუხლი 8🔗.
საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი
ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:
ა) უმაღლესი, ტექნიკური ან საშუალო განათლება
ბ) შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.
მუხლი 9🔗.
საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტი
ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი, ტექნიკური ან საშუალო განათლება
ბ) შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 10🔗.
საკრებულოს აპარატის სპეციალისტი
ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა, აგრეთვე მოეთხოვება:
ა) უმაღლესი, ტექნიკური ან საშუალო განათლება
ბ) შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
დანართი №2
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
საერთო მოთხოვნები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ საჯარო მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია;
გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
2. გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა;
გ) იმ სამსახურის დებულების და ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს;
დ) მინიმუმ ერთი რეკომენდატორი;
ე) სამოტივაციო წერილი.
3. სასურველი უნარჩვევები:
ა) ლიდერობა;
ბ) უცხო ენების ცოდნა;
გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
დ) კომუნიკაციის უნარი;
ე) ორგანიზებულობა;
ვ) გუნდური მუშაობა;
ზ) შედეგზე ორიენტირებულება;
თ) კრეატიულობა.
მუხლი 2🔗.
მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე
გამგებლის თანაშემწეს ამ დადგენილების დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
გ) შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის) ცოდნა.
მუხლი 3🔗.
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი
განყოფილების უფროსს ამ დადგენილების დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო ან კერძო სექტორში;
გ) შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.
მუხლი 4🔗.
მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი
1. გამგებლის წარმომადგენელს ამ დადგენილების დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი, ტექნიკური ან საშუალო განათლება;
ბ) შესაბამი სამსახურის დებულების ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.
მუხლი 5🔗.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში
ადმინისტრაციული სამსახურის მთავარ სპეციალისტს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ამ დადგენილების დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის მიმართულებით;
ბ) მუშაობის გამოცდილება, ჟურნალისტიკის, ბეჭდვითი მედიის, რადიოს ან ტელევიზიის სფეროში;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.
მუხლი 6🔗.
გამგეობის მთავარი სპეციალისტი - იურიდიულ საკითხებში
მთავარ სპეციალისტს იურიდიულ საკითხებში ამ დადგენილების დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამის ,,კოდექსი“ ცოდნა;
ე) საქართველოს შრომის კოდექსი;
ვ) შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა;
ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.
მუხლი 7🔗.
გამგეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი, ტექნიკური ან საშუალო განათლება;
ბ) შესაბამი სამსახურის დებულების ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.
მუხლი 8🔗.
გამგეობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
სამსახურის წამყვან სპეციალისტს ამ დადგენილების დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი, ტექნიკური ან საშუალო განათლება;
ბ) შესაბამი სამსახურის დებულების ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.
მუხლი 9🔗.
გამგეობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
სამსახურის უფროს სპეციალისტს ამ დადგენილების დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი, ტექნიკური ან საშუალო განათლება;
ბ) შესაბამი სამსახურის დებულების ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.
მუხლი 10🔗.
გამგეობის სამსახურის სპეციალისტი
სამსახურის სპეციალისტს ამ დადგენილების დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: