„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 |
|
2014 წლის 22 ოქტომბერი ქ. თერჯოლა |
ა) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით, საკრებულოს თავმჯდომარისათვის საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობები განისაზღვრება საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემების გათალისწინებით. ასევე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს მოქალქეთა მიღების, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების შესახებ მონაცემები, რომელსაც საკრებულოს წევრი მოხსენებითი ბარათის სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, თვის განმავლობაში არსებული მდგომარეობით, რომელშიც აისახება საკრებულოს ორგანოთა სხდომების რაოდენობა, საკრებულოს წევრის მონაწილეობა (დასწრება), აგრეთვე მოქალაქეთა მიღების, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების შესახებ ინფორმაცია.
4. საკრებულო უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის (დასწრების) და/ან მოქალაქეთა მიღების, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების ფაქტობრივი მონაცემები (აქტივობა) მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების ფაქტობრივი მონაცემებისგან (აქტივობისაგან).
5. საკრებულოს წევრების საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს მორიგ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.
ბ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„მუხლი 3. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას ყოველთვიურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.“
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.10.2014.
- როდის იქნა მიღებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.10.2014. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.126.016124.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №39, 22.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.126.016124 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2550471/