ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.10.2014
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის შერწყმის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 08.01.2011
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2014 წლის 22 ოქტომბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №127 და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №128 დადგენილებები.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე
დანართი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები
1. ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახური შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე და ფუნქციონირებს მის შესაბამისად.
2. მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის დებულებებით და ამ დებულებით.
3. მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.
4. მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურს აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია სამსახურის სახელწოდება, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი წესით.
6. მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19.
თავი II
მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის განყოფილებები, ფუნქციები, მიზნები და ძირითადი მიმართულებები
მუხლი 2🔗.
მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების განყოფილებები და მათი ფუნქციები
1. მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურში იქმნება შემდეგი განყოფილებები:
ა) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;
გ) ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება;
დ) ტრანსპორტის კონტროლის განყოფილება.
2. მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება (შემდგომში ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება) უზრუნველყოფს:
ა) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე მერიისა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციების და წესების შესრულებაზე კონტროლს;
ბ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა, სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას;
გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;
დ) დადგენილი წესით შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი.
ე) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვას (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, ლიფტების მონტაჟი, სამუშაოების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა მოწესრიგება და სხვა), ქალაქის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლს;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 1191, 1074, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591 მუხლებზე კანონით დადგენილი წესით დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
3. მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ზედამხედველობის განხორციელებას მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს საზედამხედველო ობიექტებში შენობა-ნაგებობების მშენებლობის, გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების კონტროლის მიზნით; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა;
გ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და გონივრული ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითებები, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;
დ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;
ე) მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს მითითება, როგორც სამშენებლო ნორმების ან/და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული ან/და შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;
ვ) დადგენილი წესით მოახდინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;
4. მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრულ აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ბ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტების შედგენას;
გ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვისთვის მათ რეგისტრაციას შესაბამისი მისამართის მიხედვით;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს რეაგირებას ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე;
ე) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის დაანაგარიშებას და ადმინისტრირებას;
5. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ტრანსპორტის კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს მიერ დადგენილი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი -თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 -ე მუხლზე, კანონით დადგენილი წესით, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებას პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე.;
მუხლი 3🔗.
მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების მოსაკრებლების სამსახურის საქმიანობის მართვა-ორგანიზება
1. მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი;
2. სამსახურის შესაბამის განყოფილებებს ხელმძღვანელობენ -განყოფილების უფროსები, რომლებსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
3. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერი.
4. მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას.
ბ) პასუხს აგებს მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ხელმძღვანელობს ამ დებულებით განსაზღვრული მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს, შეიმუშავებს და ქალაქის მერს წარუდგენს ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;
დ) განსაზღვრავს მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ე) უქმნის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
ვ) ორგანიზებას უწევს მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;
თ) მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს;
ი) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე;
კ) პასუხისმგებელია მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
ლ) მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახროციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
5) მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. მოადგილე პასიხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე, ასრულებს მის დავალებებს და სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის მოვალეობას.
6) მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე.
თავი III
მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 4🔗.
მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის უფლებამოსილებებია
1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოიწვიოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი.
გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ.
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, ადმინისტრაციის დებულებითა და ქალაქის მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
ე) განახორციელოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
მუხლი 5🔗.
მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის მოვალეობები
1. მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს ან/და საკრებულოს.
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
ე) ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, შეასრულოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს ცალკეული დავალებები;
თავი IV
მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
მუხლი 6🔗.
მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროა
1. მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 7🔗
1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა) რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი.