ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 22.10.2014
ძალის დაკარგვა 03.05.2016
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016208
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო
მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №52
2014 წლის 22 ოქტომბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის
საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო
მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მესამე ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი №1
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის
საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო
მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
საერთო მოთხოვნები
1. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურის თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც თანამდებობათა რანგების მიხედვით მოიცავს:
ა) უმაღლეს, საშუალო განათლებას, სამუშაო გამოცდილებას;
ბ) ქართულ ენაზე გამართულ ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარს;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer-ის
სამომხმარებლო დონეზე ცოდნას;
დ). პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამის მენეჯერულ უნარებს.
2. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოსამსახურისათვის სავალდებულოა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73 ბრძანების დანართით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ცოდნა, მათ შორის:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
მუხლი 2🔗.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურისათვის
ა). პროფესიული ცოდნის მოთხოვნები;
ბ). ზოგადი უნარების მოთხოვნები;
გ). პროფესიული უნარების მოთხოვნები;
მუხლი 3🔗.
მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოსამსახურისათვის.
2. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის , ზოგადი უნარების სფეროში
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურის თანამდებობის დასაკავებლად/თანამდებობის შესაბამისად/ სავალდებულოა წინამდებარე დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტის ცოდნა.
მუხლი 5🔗.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში
1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს შესაბამისად მოეთხოვება:
უმაღლესი განათლება, მაგისტრი/ მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint-ის ცოდნა. სასურველია უცხო ენების ცოდნა.
2. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანაშემწეს და აპარატის მთავარ სპეციალისტს მოეთხოვებათ;
ა) საგანმანათლებლო ხარისხი -ბაკალავრი;
ბ) საოფისე-კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint-ის ცოდნა.