ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.10.2014
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016244
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 955 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2014 მიღება
05.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 2014 წლის 22 ოქტომბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ   ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ნორმატიული აქტების  შესახებ“საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და  გაწვევის სამსახურის  დებულება დანართის შესაბამისად მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს  2007 წლის 14 დეკემბრის N165 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე დანართი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომში სამსახური)  შექმნილია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის  და  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულების საფუძველზე. 2. სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, "სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და "მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე  ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებებით და ამ დებულებით. 3. სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის   სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის   სახელით. 4. სამსახურს აქვს ბლანკი,   ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია სამსახურის სახელწოდება და რომლით სარგებლობის  ფარგლებს განსაზღვრავს  შესაბამისი წესი,  აგრეთვე ამ  სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. 5. კონტროლს სამსახურის საქმიანობაზე ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. 6. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო 3700 ქალაქი რუსთავი.კოსტავას  გამზირი 20. თავი II სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფლება-მოვალეობები და განყოფილებები მუხლი 2🔗 დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით და სათანადო ნორმატიული აქტებით  დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია : ა)  მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწვეტად ნებისმიერი ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში  მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს კონსულტაციისათვის ექსპერტი; გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ; დ) განახორციელოს  საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან სამსახურის  დებულებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ან/და დავალებით  განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 3🔗 1. სამხედრო სარეზერვო მოსამსახურეთა აღრიცხვა, მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა და სააღრიცხვო მონაცემებში შესული ცვლილებების შესახებ ანგარიშის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 2. გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, ანგარიშისა და სხვა სახის ინფორმაციის წარდგენა ქალაქის მერისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებებისათვის.. 3. კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე კანონდებლობით დადგენილ წესით, 4. მიიღოს ფიზიკურ და იურიდიული პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ  კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 5. განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. მუხლი 4🔗 1.სამსახურში იქმნება შემდეგი განყოფილებები: ა) პირველადი აღრიცხვის განყოფილება ბ) სამობილიზაციო განყოფილება გ) გაწვევის განყოფილება 2.პირველადი აღრიცხვის, სამობილიზაციო და გაწვევის განყოფილებები უზრუნველყოფენ: ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას; ბ) სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზების უზრუნველყოფას; გ) წვევამდელის წარდგენას შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესით; დ) საქართველოსკანონმდებლობით განსაზღვრული სამხედრო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფას; ე) ,,სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“  და ,,მოქალაქეთა სამხედრო აღრიცვის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას; ვ) ეროვნული გვარდიის, აქტიურ და ინდივიდუალურ რეზერვისტთა შერჩევა, გამოძახება და შემკრებ პუნქტში მიყვანა; ზ) ,,მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსების ხარჯზე; თ)მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა. თავი III სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება მუხლი 5🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერი. 2. სამსახურის შესაბამის განყოფილებას ხელმძღვანელობს - განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორცილებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებით განსაზღვრულ სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და ქალაქის მერს წარუდგენს სამსახურის საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმების პროექტებს; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოხელეთა მორიგი და და მატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის  საკითხებზე; ვ ) სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის უქმნის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად; ზ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; თ) იღებს გადაწყვეტილებების თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე; ი)  მერს  წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს; კ)  წყვეტს სამსახურისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენების საკითხებს და პასუხისმგებელია ამ სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე; ლ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხაარჯების  პროექტებს; მ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების , მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე; ნ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების  რუსთავის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე; ო) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდბლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; პ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის დავალებით,  მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. თავი IV სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები მუხლი 6🔗 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი  წყაროა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები. თავი V დასკვნითი დებულებები მუხლი 7🔗 1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანი დებულების მართებულობაზე. ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი. 3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები. 4. სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველია საკრებულოს დადგენილება.