ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.10.2014
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016237
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,582 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2014 მიღება
05.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2014 წლის 22 ოქტომბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010  წლის 2 ივლისის №6 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე დანართი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. მერიის ადმინისტრაციის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები 1.ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია (შემდგომში  ,,ადმინისტრაცია“) შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების საფუძველზე. 2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე  ნორმატიული აქტებით, აგრეთვე მერიის დებულებებით და ამ დებულებით. 3. ადმინისტრაცია წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მერიის სახელით. 4. ადმინისტრაციის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 5. ადმინისტრაციას აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია სამსახურის სახელწოდება, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი წესით. 6.  ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია: საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, კოსტავას გამზირი №20. თავი II ადმინისტრაციის ფუნქციები მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის საქმიანობის მიზნები და ძირითადი მიმართულებები მოქმედი კანონმდებლობით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციის ხელშეწყობა; ბ) საქმისწარმოების პროცედურების, დოკუმენტირების სტანდარტებისა და კორესპოდენციის ბრუნვის წესების დაცვაზე ზედამხედველობა; გ) ადმინისტრაციული წარმოებების დადგენილი წესითა და პროცედურებით ჩატარება; დ) საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება; ე) საკრებულოსა და მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა; ვ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება, პროფესიული დონის ანალიზი, კადრების საჭიროებათა შესწავლა; თ) საჯარო მოხელეთა  პირადი საქმეეების წარმოებაზე ზედამხედველობა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ი) მერიის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევა; კ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და შემსრულებლამდე დაყვანა; ლ) ქალაქის მერის დავალებების შესრულების კოორდინაცია; მ) დაწესებულების კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზუნველყოფა და ადმინისტრირება; ნ) დაწესებულებაში წესრიგის, ტექნიკური უსაფრთხოების და სისუფთავის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი და დაწესებულების სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა; ო) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, მერიის სამსახურებისთვის მატერიალური-ტექნიკური საშუალებებით განაწილება და მათ ეფექტურ გამოყენებაზე ზედამხედველობა; პ) თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეთა შრომის, სამივლინებო და სამეურნეო ხარჯების ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის მომზადება; მუხლი 3🔗 ადმინისტრაციაში იქმნება იურიდიული, საორგანიზაციო, ადამიანის რესურსების მართვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის,  საქმისწარმოებისა  და მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის  განყოფილებები (კანცელარია). .ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს: ა) საკრებულოსა და მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ბ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას,  განხილვა და მათ მიღებას  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. გ)მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; ე)  საჯარო ინფორმაციის გაცემას; ვ) მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას და ადმინისტრაციული წარმოებების დადგენილი წესითა და პროცედურებით ჩატარებას; ზ)  მისი კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, განცხადებებისა და წერილების განხილვა; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხპორციელება და მერის დავალებების შესრულება. 3. ადმინისტრაციის საორგანიზაციო განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მერიის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევას;  ბ) თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების დედნების თანადართული მასალების აღრიცხვას, სისტემატიზაცია-შენახვასა  და შემსრულებლამდე დაყვანას; გ) ქალაქის მერის დავალებების შესრულების კოორდინაციას; დ) სამსახურში შემოსული კორესპოდენციის მიღება, აღრიცხვა, რეგისტრირება და დანიშნულებისამებრ  გადაგაზავნას. 4. ადამიანის რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებას, პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას; ბ) საკადრო რესურსების შესახებ პერიოდული სტატისტიკური ანალიზს; გ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსისა და საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება; დ) საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერიის საჯარო მოსამსახურეთა დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის  გამოყენებისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებების წარდგენას. ვ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; 5. მატერიალურ-ტექნიკური უზუნველყოფის განყოფილება უზუნველყოფს:  ა) დაწესებულების კომპიუტერული ქსელების გამართულ მუშაობასა და ადმინისტრირებას; ბ) ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;  გ) ადმინისტრაციისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება,   დ) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, მერიის სამსახურებისთვის მატერიალური-ტექნიკური საშუალებების განაწილება და მათ ეფექტურ გამოყენებაზე ზედამხედველობა; ე) დაწესებულებაში წესრიგის, ტექნიკური უსაფრთხოების და სისუფთავის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი და დაწესებულების სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა; ვ) დაწესებულების კომუნალური მეურნეობის გამართულ ფუნქციონირებას; ზ) ერთიანი საინფორმაციო-კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნას; თ) ინფორმაციის დაცვას თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით; ი) დაწესებულების ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურებას; 6. საქმისწარმოების განყოფილება (კანცელარია) უზრუნველყოფს: ა) დაწესებულების საქმისწარმოების ორგანიზებას; ბ) დაწესებულებაში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების დამუშავება და მათი განხილვის მეთვალყურეობას;   გ) გასაგზავნად მომზადებული წერილების, ბანდეროლების და გზავნილების კავშირგაბმულობის ორგანიზაციებისთვის გადაცემას. დ) საარქივო საქმის წარმოებას; ე) საიდუმლო საქმისწარმოებას; 7. მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში; ბ) მერისთვის  წინადადებების წარდგენის მომზადებას  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების გაცნობასა და მოსახლეობის კომუნიკაციას საკრებულოსთან, მერიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის    პირებთან.   დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას, ორგანიზებას, კონტროლსა და მერისთვის ინფორმაციის წარდგენას; ე)  ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვისა და სახალხო განხილვების ჩატარებას; ვ)   წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას   თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების თაობაზე; ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობისა და საჯარო განხილვების ორგანიზებაში მონაწილეობას;  ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციის  განხორციელებასა და მერისთვის  მათ მიწოდებას; ზ) წინადადებების მომზადებას ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ და მათი განხორციელების კოორდინაციას; თ)  ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვის კოორდინაციას, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე წინადადებების შემუშავებასა და კონტროლს; ი) მონაწილეობის მიღებას ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებასა და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში; კ) მერის ან შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში  ინფორმაციის მიწოდებას იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.  ლ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში  პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებას; მ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში მონაწილეობის მიღებას; თავი III ადმინისტრაციის უფლებები და მოვალეობები მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის უფლებამოსილებები 1. დასახული  მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაცია უფლებამოსილია: ა)  მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია. ბ) ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი. გ) ადმინისტრაციის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ. დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, ადმინისტრაციის დებულებითა და ქალაქის მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის მოვალეობები 1. ადმინისტრაცია ვალდებულია: ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებს. ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავის საქმიანობაზე, იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული  „ვალდებულების დოკუმენტის“  მართებულობაზე; გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. თავი IV ადმინისტრაციის მართვა და საქმიანობის ორგანიზება მუხლი 6🔗 1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს და რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს -ათავისუფლებს  მერი. 2. ადმინისტრაციის უფროსი: ა) წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას. ბ) პასუხს აგებს ადმინისტრაციისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებით განსაზღვრული ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და ქალაქის მერს წარუდგენს ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს; დ) განსაზღვრავს ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ე) უქმნის ადმინისტრაციის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად; ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე; თ) მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს; ი) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე; კ) პასუხისმგებელია ადმინისტრაციის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, მუნიციპალიტეტის  თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე; ლ) ადმინისტრაციის საქმიანობიდან გამომდინარე ახროციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; მ) სამსახურეობრივ კორესპოდენციებს უნაწილებს მის დაქვემდებარებაში საჯარო მოსამსახურეებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე კონტროლს. ნ) ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის განყოფილების  ერთ–ერთი უფროსი. მუხლი 7🔗 მერიის ადმინისტრაციის განყოფილებებს ხელმძღვანელობენ და მათ საქმიანობებს წარმართავენ განყოფილების უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. თავი V ადმინისტრაციის ქონება და დაფინანსების წყაროები მუხლი 8🔗 1. ადმინისტრაციის მთელი ქონება წარმოადგენს  ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. თავი VI დასკვნითი დებულებები მუხლი 9🔗 1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე,