ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.10.2014
ძალის დაკარგვა 02.11.2018
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016137
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 941 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.10.2014 მიღება
02.11.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №48 2014 წლის 23 ოქტომბერი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დ ა ა დ გ ი ნ ა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესი(დანართი თან ერთვის) მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 3🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი დანართი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.  ეს წესი განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდებებისა და ჯოლდოების  მინიჭების სამართლებრივ საკითხებსა და მათი განხილვის წესს. 2.  ტყიბულის  მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო შეიძლება მიენიჭოს, როგორც საქართველოს მოქალაქეს ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების,  ზნეობრივი-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ. 3.  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო ენიჭება პიროვნებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ტყიბულელთა ყველა თაობისათვის. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო. 4. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო დასტურია: ტყიბულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარების, აგრეთვე ადამიანთა უფლებების და თავისუფლების, უანგარო სიქველის და სიმამაცის, პატივგებისა და აღიარებისა. 5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოსთან შეთანხმებით გამგებლის მიერ შექმნილი საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების კომისიის დასკვნის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდებისა და ჯილდოს მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო. 6.  მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, უფლება აქვს უარი თქვას საპატიო წოდებასა და ჯილდოზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და  ჯილდოების მიმნიჭებელ კომისიას. კომისია უფლებამოსილია, განიხილოს ეს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მუხლი 2🔗. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო მიენიჭება 1.  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს: ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ტყიბულის და ქვეყნის წინაშე; ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ტყიბულის წინაშე  ან/და ტყიბულთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. 2.  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო პირს შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე გარდაცვალების შემდეგ. მუხლი 3🔗. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის დასახელება 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს: ა) საქართველოს პარლამენტის წევრს; ბ)  მხარის რწმუნებულს-გუბერნატორს; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; დ)  საკრებულოს თავმჯდომარეს; ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს; ვ) საზოგადოებრივ გაერთიანებას; ზ) საინიციატივო ჯგუფს, ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა. 2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელ კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:  ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებელი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი დამოწმებული ასლი;  გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებელი კანდიდატის ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;  დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებელი კანდიდატის წერილობითი თანხმობა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების თაობაზე;  ე) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები; ვ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები. 3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“  ქვეპუნქტები არ ვრცელდება მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატებზე. მუხლი 4🔗. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი კომისია 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში-კომისია) იქმნება ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით, ბრძანებით.  2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს არანაკლებ 11 წევრისა. კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეული იქნენ: საკრებულოს, გამგეობის, საზოგადოების, მასმედიის, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე, ის მოქალაქეები რომლებსაც უკვე მიენიჭათ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებები და ჯილდოები. მუხლი 5🔗. კომისიის მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად  კანდიდატების შერჩევის წესი 1. დასახელებული კანდიდატების შესახებ დოკუმენტების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი  კომისია.  2. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად წარდგენილი კანდიდატების შესახებ.  3. კომისია გადაწყვეტილებას კანდიდატისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების თაობაზე იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტით მუხლი 6🔗. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭება 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი კომისიის წარდგენის საფუძველზე, საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს ანიჭებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და მედალი. 3. მოქალაქისათვის, რომელსაც მიენიჭა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მოწმობის და მედლის გადაცემა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ხდება დაწესებულ სახალხო დღესასწაულზე  „ტყიბულქალაქობის“ ზეიმზე ყოველწლიურად ან წელიწადის ნებისმიერ დროს გამგებლის გადაწყვეტილებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით  საზეიმო ვითარებაში. 4. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქრები. მუხლი 7🔗. მოქალაქის უფლებები, რომელსაც მიენიჭა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო 1.  მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად ტყიბულის  მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს ტყიბულის  მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე. 2. მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო  უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში; ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ტყიბულელის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე. მუხლი 8🔗. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დამადასტურებელი მოწმობა  და მედალი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დამადასტურებელი მოწმობისა  და მედლის დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.