⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.02.2018)
გაუქმებულია:

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.10.2014
ძალის დაკარგვა 14.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 210020030.35.176.016048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 377 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2014 მიღება
14.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 2014 წლის 22 ოქტომბერი ქ. თელავი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შ ე ს ა ხ ე ბ       საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის , „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და მე–4 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართისათვის - 1  კვადრატული მეტრი 1 (ერთი) ლარის ოდენობით, აგრეთვე ხაზობრივი ნაგებობებისათვის (რკინიგზა, წყალსადენი, გაზსადენი, ელ. გადაცემის ხაზები, ელ. კავშირი, არხები და სხვა)  -  1 კვადრატული მეტრი 1 (ერთი) ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის  სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად. მუხლი 4🔗 მოსაკრებლის თანხა მთლიანად ჩაირიცხოს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში. მუხლი 5🔗 დადგენილება  ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე დანართი მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია    ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მშენებლობის  (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს. მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მშენებლობის  ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა - ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში. 2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები ნებართვაში მითითებულ ვადებში.       მუხლი 2🔗. მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირი.        მუხლი 3🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომელთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.   მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლებულია: ა) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა; ბ) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100 % - იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი  გავრცელდეს 2016 წლის 01 იანვრამდე.