მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 22.10.2014
ძალის დაკარგვა 05.03.2015
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | კინოთეატრები და თეატრები |
| 3 | პოლიკნილიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები |
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საქმიანობა |
| 2. | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები |
| 3. | სასტუმროები |
| 4. | სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები |
| 5. | სასურსათო საქონლის მაღაზიები |
| 6. | სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები |
| 7. | აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები |
| 8. | ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები |
| 1. | მუზეუმები, ბიბლიოთეკები |
| 9. | ა/მანქანების სარემონტო სადგურები ტექმომსახურების ადგილები |
| 10. | ა/ მანქანების სამრეცხაო |
| 11. | აბანოები, საუნები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2014 წლის 22 ოქტომბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
მუხლი 1🔗
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
2. მოსაკრებელი შეადგენს ერთ ლარს ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეული კვადრატული მეტრისათვის.
3. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მუხლი 2🔗
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას;
2. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც დასახლებულ ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
3. დასუფთავების მოსაკრებელის განაკვეთი შეადგენს ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარს, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
4. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000 ქულას (ამ სარეიტინგო ქულის არსებობის შესაბამისად).
5. დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი №1).
6. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები დანართი №2-ის და დანართი #3-ის შესაბამისად.
7. დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის ხელშეკრულების და ქვითრების ტიპიური თანდართული ფორმები (დანართი №4 და №5).
8. მოსაკრებლის გადახდევინება განხორციელდეს მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქციის მიხედვით (დანართი №1).
9. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები განისაზღვროს დანართი №2-ის და დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ადგილობრივი მოსაკრებლისგან განთავისუფლება
1. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000 ქულას (ამ სარეიტინგო ქულის არსებობის შესაბამისად).
2. მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
3. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ანხორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გათავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისაგან.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი
დანართი 1
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში - წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლების გადახდის წესს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1. ეს წესი აწესრიგებს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტეორიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადახდა
მოსაკრებლის გადამხდელია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშება და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისთვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე (შემდგომ მესაკუთრე, მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც ან სარგებლობაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. მოსაკრებელის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ (ქვითარში დაფიქსირებული პირის სასარგებლოდ).
6. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება.
7. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისიდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
8. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მესაკუთრემ/მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
10. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000 ქულას (ამ სარეიტინგო ქულის არსებობის შესაბამისად).
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში. იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
5. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) თავის საცხოვრებელ ადგილზე ერთ თვეზე მეტი ვადით არ ყოფნის (არ ცხოვრების) შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს წერილობით, რომელშიც დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის არყოფნის ვადა.
6. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის შეჩერების, ან შეწყვეტის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს წარუდგინოს დარიცხული მოსაკრებლის კორექტირების/შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული შესაბამისი ორგანოების მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) .
7. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტს მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში მყოფ იმ საწარმო ობიექტებისა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებენ, გამოუყენებელია და მათ ტერიტორიაზე არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი), რა დროსაც უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის კორექტირება (შესაბამისი საქმიანობის და ზომის ერთეულის მიხედვით).
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშწორების საშუალებით.
2. დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის და ხელშეკრულების სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი;
ვ) მხარეთა უფლება-მოვალეობები.
3. დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის გადახდის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
დანართი №2
დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის
№
საქმიანობა
ზომის ერთეული
წლიური დაგროვების ნორმა
განაკვეთი თვეში 1მ3 – 25 ლარი
1
კინოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0.20
0.42
2.
მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები
ერთ მოსწავლეზე
0.078
0.16
3.
სასტუმროები
მომსამხურების ერთეული
1.03
2.15
4.
საავადმყოფოები
ერთი საწოლი
0.698
1.45
5.
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)
ერთ მოსწავლეზე
0.05
0.1
6.
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
1.45
3
7.
სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები
ერთი ადგილი
0.36
0.75
8.
საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0.24
0.5
მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა
მ = წდნ : 12 X ტ
მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე
წდნ – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა
ტ – ტარიფი 1მ3 ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გატანა ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.
დანართი №3
დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის
№
საქმიანობა
ზომის ერთეული - 1მ3
განაკვეთი თვეში 1მ3 – 25 ლარი
1.
მუზეუმები, ბიბლიოთეკები
2.
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
3
პოლიკნილიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები
4.
სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები
5.
სასურსათო საქონლის მაღაზიები
6.
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები
7.
აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
8.
ბენზინგასამართი და
გაზგასამართი სადგურები
9.
ა/მანქანების სარემონტო სადგურები ტექმომსახურების ადგილები
10.
ა/ მანქანების სამრეცხაო
11.
აბანოები, საუნები
12.
სადალაქოები და სილამაზის სალონები
13.
სამეწარმეო საქმიანობის შენობის შიგნით მიმდინარე წარმოების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაწარმოებელი და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
14.
საცხობები
15.
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
16.
საწარმოო დანიშნულების ობიექტები, ღია ტერიტორიები
17.
მსხვილი სერიული პროდუქციის (საწარმოების) შენობა-ნაგებობების საწარმოო ნარჩენების გარდა(საწყობები).
18.
ვაგზლები, აეროპორტები, აეროდრომები, ავტოსადგომები, რკინიგზისა და საავტომობილო სადგურები
19.
სასათბურე მეურნეობები
20.
კარიერები
მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა
მ = თდნ X ტ
მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე
თდნ – თვეში დაგროვების ნორმა (ნარჩენების)
ტ – ტარიფი 1მ3 ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გატანა ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.
დანართი 4
ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა
ქ. მცხეთა „ - - “ - - - - - - - 20 წ.
ჩვენ, ერთი მხრივ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის - ზურაბ აბესაძის სახით, შემდგომში „მცხეთის მუნიციპალიტეტი’’, ხოლო მეორე მხრივ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------
/ობიექტის დასახელება /საიდენტ. კოდის №/ მისი მესაკუთრე / მოსარგებლე, დირექტორი, ხელმძღვანელი,
რწმუნებული პირი/ ----------------------------------------------------------------------------------------------------
/გვარი, სახელი, პირადი ნომერი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი./
შემდგომში „ობიექტად“ წოდებული, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1🔗.
ხელშეკრულების საგანი
,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ობიექტის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გატანა ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.
მუხლი 2🔗.
მხარეთა უფლება-მოვალეობები
1. ხელშეკრულების 1-ლ მუხლში აღნიშნულ მომსახურებას, მცხეთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის ან პირის მეშვეობით, რომლის შესახებ ინფორმაცია აღინიშნება დასუფთავების მოსაკრებლის ქვითარში.
2. მცხეთის მუნიციპალიტეტმა ობიექტიდან ნაგვის გატანა მოახდინოს
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
/მიეთითოს რა ინტენსივობით, დღის რომელ საათებში/
3. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში მყოფ იმ საწარმო ობიექტებისა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებენ, გამოუყენებელია და მათ ტერიტორიაზე არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი), რა დროსაც უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის კორექტირება (შესაბამისი საქმიანობის და ზომის ერთეულის მიხედვით).
4. ობიექტი ვალდებულია წარმოქმნილი ნარჩენები მოაგროვოს და განათავსოს სპეციალურ ურნებში.
5. ობიექტი ვალდებულია თავად შეიძინოს სპეციალური ბუნკერები და მომსახურე პირთან შეთანხმებით გამოყოს მისი განთავსების ადგილი.
6. ობიექტი უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვოს როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტიდან, ისე მომსახურე პირისგან.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ შემთხვევებში ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე მუნიციპალიტეტს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სამეწარმეო, ან სხვა სახის საქმიანობის სრულად, ან ნაწილობრივ შეჩერების, ან შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტს, დამოწმებულს შესაბამისი ორგანოების მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათ მიერ სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
8. ობიექტი უფლებამოსილია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გამგეობას მოსთხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ან კორექტირება.
მუხლი 3🔗.
ანგარიშსწორების პირობები
1. ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება 1მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანაზე შეადგენს ........................................................... ლარს.
2. ობიექტისთვის ყოველთვიური დაგროვების ნორმის ერთეული დადგენილია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ___ ოქტომბერი № ___ დადგენილებით და
განისაზღვრება --------------------------------------------------------------------
/ზომის ერთეული/
3. ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურეობის ღირებულება განისაზღვრება ………................................... ლარით. იგი არის ამ მუხლის 1 და 2 პუნქტების ნამრავლი.
4. მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის გადახდის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ობიექტს დაერიცხება საურავი გადასახდელი თანხის 0.01% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6. მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს ამ მუხლის 1 და 2 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემების შეცვლის შესახებ.
მუხლი 4🔗.
ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსაკრებელთა განყოფილება უფლებამოსილია მოახდინოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება, კერძოდ, მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს ნებისმიერ დროს, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.
2. ობიექტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს ხელი შეუწყოს მათ მიერ განხორციელებულ ინსპექტირებაში და არ დაუშვას მათი ხელშეშლა.
3. მხარეები უფლებამოსილნი არიან ანგარიშსწორების თაობაზე ნებისმიერ დროს მოსთხოვონ ერთმანეთს შედარების აქტის შედგენა, მიუხედავად იმისა ეთანხმებიან თუ არა მის სისწორეს.
მუხლი 5🔗.
დავები და მათი გადაწყვეტის წესი
1. მხარეთა შორის წამოჭრილი დავები შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
2. ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗.
ფორსმაჟორი
1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები. აგრეთვე, ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
2. მხარე რომელსაც შეექმნა ფორსმაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს.
მუხლი 7🔗.
სხვა პირობები
1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის თანხმობის გარეშე.
3. ხეკშეკრულება დგება ქართულ ენაზე. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
მუხლი 8🔗.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტა
1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეების მიერ მასზე ხელმოწერის დღიდან.
2. ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით.
3. ვადის გასვლის შემდეგ, ამ ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გრძელდება 2 თვის განმავლობაში, ვიდრე მხარეები წერილობით არ შეთანხმდებიან მისი ვადის გაგრძელებაზე ან შეწყვეტაზე.
4. მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტონ ხელშეკრულება.
მუხლი 9🔗.
მხარეთა რეკვიზიტები
მცხეთის მუნიციპალიტეტი ________________________________
ს/კ 236098824
მისამართი: ქ. მცხეთა ანტიოქიის ქ. № 7 ________________________________
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი _________________________________
ზ. აბესაძე _______________________
სახაზინო რეკვიზიტები
სახელმწიფო ხაზინა
ა/ა 200122900
ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი: 300783189
(მოსაკრებელი ტერიტორიის დასუფთავებისათვის)
დანართი 5
დასუფთავების მოსაკრებელი
ქ ვ ი თ ა რ ი №
აბონენტი №
გვარი, სახელი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
მისამართი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
თარიღი: - - - - - - - - - -
გადასახდელი
პერიოდ გადასახ. თვეში ერთ სულზე სულთა რაოდენობა თანხა
წინა დავალიანება: - - - - - - -
გადახდილი თანხა: - - - - - - -
სულ გადასახადი: - - - - - - -
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
სახაზინო რეკვიზიტები
ხაზინის ერთიანი ანგარიში
სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: სახაზინო კოდი:
(მოსაკრებლის ტერიტორიის დასუფთავებისათვის).
მიმდინარე გადასახადის . . . . . . . . . . . . – მდე გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენზე გავრცელდება კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციები.
ცნობებისათვის მიმართეთ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილებას
მომსახურე პირი:
მისამართი:
ტელეფონი: