ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ.
მიღების თარიღი 24.10.2014
ძალის დაკარგვა 02.11.2015
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.116.016215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (3)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაქარი ყურაშვილი | ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 25.01.2013
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №56
2014 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73 ბრძანების საფუძველზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი N 1-ის შესაბამისად
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი N 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილების პირველი და მეორე პუნქტით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს საჯარო მოსამსახურის თანამდებობათა დასაკავებლად.
მუხლი 4🔗
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N10 დადგენილება (www.matsne.gov.ge 30/01/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.116.016105)ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი
დანართი N1
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეებს:
1. გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა და დამხმარე მოსამსახურეებისა მოეთხოვება, შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია;
გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
2. გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა;
გ) იმ სამსახურის დებულების და ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს.
მუხლი 2🔗.
გამგებლის თანაშემწე
გამგებლის თანაშემწეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე დონეზე ცოდნა.
დ) სასურველი უნარჩვევები:
დ.ა) ლიდერობა
დ.ბ) კრიატიულობა
დ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
მუხლი 3🔗.
განყოფილების უფროსი
1. განყოფილების უფროსს გარდა იურიდიული განყოფილების უფროსისა ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
დ) სასურველი უნარჩვევები:
დ.ა) ლიდერობა
დ.ბ) კრიატიულობა
დ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
მუხლი 4🔗.
იურიდიული განყოფილების უფროსი
იურიდიული განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) იურიდიული უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) და სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
ე) სასურველი უნარჩვევები:
ე.ა) ლიდერობა
ე.ბ) კრიატიულობა
ე.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
მუხლი 5🔗.
სამსახურის მთავარი სპეციალისტი
1. სამსახურის მთავარ სპეციალისტს გარდა მთავარი სპეციალისტისა იურიდიულ საკითხებში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word)-ს სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 6🔗.
სამსახურის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) იურიდიული უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
მუხლი 7🔗.
გამგებლის წარმომადგენელი
1. გამგებლის წარმომადგენელისათვის ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, სავალდებულოა:
ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი) განათლება. სასურველია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სასურველია მუშაობის 1 წლის გამოცდილება;
გ) სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word,) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 8🔗.
სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
1. სამსახურის წამყვანის პეციალისტისათვის ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი) განათლება. სასურველია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სასურველია მუშაობის 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 9🔗.
სამსახურის უფროსი სპეციალისტი
1. . სამსახურის უფროსი სპეციალისტისათვის ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი) განათლება. სასურველია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 10🔗.
სამსახურის სპეციალისტი
1. სამსახურის სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი) განათლება, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word)სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
დანართი №2
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეებს:
1. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს, მოეთხოვება, შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია;
გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
2. საკრებულოს ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების(რეგლამენტის) ცოდნა;
გ) ცაგერის საკრებულოს აპარატის დებულება
მუხლი 2🔗.
საკრებულოს აპარატის უფროსი
საკრებულოს აპარატის უფროსი ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე დონეზე ცოდნა.
დ) სასურველი უნარჩვევები:
დ.ა) ლიდერობა
დ.ბ) კრიატიულობა
დ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
მუხლი 3🔗.
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
საკრებულოს თანაშემწეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე დონეზე ცოდნა.
დ) სასურველი უნარჩვევები:
დ.ა) ლიდერობა
დ.ბ) კრიატიულობა
დ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
მუხლი 4🔗.
განყოფილების უფროსი
1. განყოფილების უფროსს დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
დ) სასურველი უნარჩვევები:
დ.ა) ლიდერობა
დ.ბ) კრიატიულობა
დ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
მუხლი 5🔗.
საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი
1. აპარატის მთავარ სპეციალისტს გარდა მთავარი სპეციალისტისა იურიდიულ საკითხებში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word)-ს სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 6🔗.
აპარატის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) იურიდიული უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
მუხლი 7🔗.
საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი
1. აპარატის წამყვანი სპეციალისტისათვის, გარდა წამყვანი სპეციალისტისა იურიდიულ საკითხებში, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი) განათლება. სასურველია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სასურველია მუშაობის 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 8🔗.
აპარატის წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) იურიდიული უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
მუხლი 9🔗.
აპარატის უფროსი სპეციალისტი
1. აპარატის უფროსი სპეციალისტისათვის ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი) განათლება. სასურველია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 10🔗.
აპარატის სპეციალისტი
1. აპარატის სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი) განათლება, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word)სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.