საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№320
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016680
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №320

2014 წლის  27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის    განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის 682 მუხლის:

ა)  მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ პუნქტი:

„61. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე  მუხლის 50-ე  ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ       შემთხვევაში საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნისას, განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, რაც ადასტურებს,  რომ პირი ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი.“;

ბ)  მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ  განცხადება   არასრულადაა   შევსებული  ან/და  განსაზღვრულ   შემთხვევაში განცხადებას  არ  ერთვის  ამ  მუხლის მე-5, მე-6 ან/და 61 პუნქტებით  გათვალისწინებული დოკუმენტაცია, საგადასახადო ორგანო 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განცხადების წარმდგენ პირს ხარვეზის თაობაზე და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

 


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური