,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2014 წლის 24 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დახმარება გაეწევათ თითოეულს არაუმეტეს 55 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად“.
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დახმარება გაეწევათ თითოეულს არაუმეტეს 55 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად“.
3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 18. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტ/მოსწავლეების სწავლის საფასურის თანადაფინანსება
1. პროფესიული საგანმანათლებლო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტ/მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში დახმარება გაეწევათ სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით წელიწადში.
2. თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტ/მოსწავლემმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა პროფესიულ საგანმანათლებლო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;
ე) პროფესიული საგანმანათლებლო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში, ცნობა სწავლის საფასურის დავალიანებისა და სასწავლებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ.
4. დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 205 მუხლი :
,,მუხლი 205. ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში არსებული კერძო სახლების გადასახური სამშენებლო მასალის შეძენა
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად განხორციელდება, ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირთა საკუთრებაში არსებული კერძო სახლების გადასახური სამშენებლო მასალის შეძენა და გადაცემა.
2. შესაძენი სამშენებლო მასალის ღირებულების ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ ადგილზე შედგენილი დათვალიერების ოქმის და სათანადო აქტის საფუძველზე, რომელის ღირებულებაც არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. სამშენებლო მასალის შეძენა განხორციელდება შესაბამისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის მიუხედავად, მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დევნილი პირის მიერ კერძო სახლის საკუთრებაში არსებობის უტყუარი და ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერად მოპოვების საფუძვლები, რაც დასტურდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერით, მოწმეთა ჩვენებებით, სხვა მტკიცებულებებით (კომუნალური მომსახურების ხარჯების გადახდის შესახებ ქვითარი, ხელშკრულება/გარიგება უძრავი ქონების შეძენის შესახებ) და რომლითაც უპირობოდ დგინდება საცხოვრებელი კერძო სახლის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებათა ერთიანობა და როდესაც არ არსებობს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები“.
5. დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 206-ე მუხლი:
,,მუხლი 206. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსება
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, გაეწევათ დახმარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით წელიწადში.
2. თანადაფინანსების მისაღებად ბაკალავრიატის სტუდენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლების შესახებ;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში, ცნობა დავალიანების შესახებ – სტუდენტის სწავლის საფასურისა და სასწავლებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.10.2014.
- როდის იქნა მიღებული „,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 24.10.2014. მიმღები ორგანო — აჟარის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 270070000.35.102.016095.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.10.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №25, 24.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.102.016095 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2553275/