,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№74
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016296
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №74

2014 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში  (ვებგვერდი, 111118011, 22/11/2011) და ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ყ‘‘ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:”.

2. ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,4. ხელმძღვანელი უფლებამოსილია მოსამსახურეს, რომელსაც ჰყავს ათ წლამდე ასაკის ბავშვი, სამსახურში არაუმეტეს 30 წუთით დაგვიანებით გამოცხადება ჩაუთვალოს საპატიოდ. აღნიშნულ შემთხვევაში, მოსამსახურეზე არ ვრცელდება შინაგანაწესის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირობები.”;

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი მოსამსახურეს უფორმებს მივლინების ფურცელს (დანართი №1).”;

გ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტს წარუდგინოს სამინისტროს კუთვნილი მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი „შემოვლის ბარათი“ (დანართი №2) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.”;

დ) დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი გეგეჭკორი




დანართი №2

შემოვლის ბარათი

----------------------------------------------------------------------------------------------------

(მოსამსახურის გვარი, სახელი, თანამდებობა)

1) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი:

-------------------------------------------------------------------------

 (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

2) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა:

-------------------------------------------------------------------------

(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

3) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის საქმისწარმოების დეპარტამენტი:

---------------------------------------------------------------------------

 (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

4) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტი:

---------------------------------------------------------------------------

 (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

5) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების დეპარტამენტი:

---------------------------------------------------------------------------

 (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

6) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების კავშირგაბმულობის ცენტრი:

---------------------------------------------------------------------------

 (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

მოსამსახურის ხელმოწერა __________________

 თარიღი ___________ .


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.10.2014.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.10.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №74. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016296.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.10.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №74, 29.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016296 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2554164/