,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №73 |
|
2014 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №2 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/02/2014, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016224) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის:
1. პირველი პუნქტის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) იურიდიული სამმართველო;‘‘. 2. მე-2 პუნქტის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) იურიდიული სამმართველო - ახორციელებს გენერალური შტაბის უფროსისა და მოადგილეების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, ასევე სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვას კომპეტენციის ფარგლებში; გენერალური შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში;‘‘. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.10.2014.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.10.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №73. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.22.026.016295.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.10.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №73, 29.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016295 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2554437/