⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.12.2017)
გაუქმებულია:

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2014
ძალის დაკარგვა 28.12.2017
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016127
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 245 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2014 მიღება
28.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №40 2014 წლის 27 ოქტომბერი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის,  მე-19 მუხლის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის საჯარო  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად; მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) დამაკმაყოფილებელი ცოდნა; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” (I -VI  და XII - XXI თავი); გ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’ (I-IV,VI, VIII, IX, XIII თავები); გ.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’; გ.ე) ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ; გ.ვ) ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); გ.ზ) ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  აპარატის დებულება; მუხლი 2🔗 საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი  მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. მუხლი 3🔗  საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები და  1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. მუხლი 4🔗 საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა სავალდებულოა უმაღლესი განათლება,  პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები და არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.