პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2701-Iს
სარეგისტრაციო კოდი
100030010.05.001.017519
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/10/2014

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი:

  „მუხლი 451. ადმინისტრაციის მოვალეობა ოჯახში ძალადობისთვის  მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისას

  ადმინისტრაცია ვალდებულია ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირისათვის შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა მისი გათავისუფლების შესახებ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით.“.

   2. 118-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

  „7. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით სამინისტროს ორგანიზებით ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსები. აღნიშნული კურსების ორგანიზებას სამინისტრო უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.“.

   3. 125-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

  „7. სამინისტრომ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთათვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზებისა და დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მსჯავრდებულების მიერ შესაბამისი კურსის გავლის ვადების განსაზღვრა.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 ოქტომბერი 2014 წ.

N2701-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.10.2014.
როდის იქნა მიღებული „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 17.10.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2701-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 100030010.05.001.017519.
რამდენი მუხლისგან შედგება „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.10.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №2701-Iს, 17.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.017519 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2555022/