ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.10.2014
ძალის დაკარგვა 09.09.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016059
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №59
2014 წლის 24 ოქტომბერი
ქ. ზუგდიდი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,ქალაქ ზუგდიდის მინიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თავი I
ზოგადი მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა საჯარო მოსამსახურეებს
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა საჯარო მოსამსახურეს, მოეთხოვება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით გათვალისწინებული შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ) უნარ-ჩვევები.
თავი II
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი
მუხლი 2🔗.
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აპარატის საჯარო მოსამსახურეს
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, ფუნქციური მოვალეობებიდან გამომდინარე, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილება;
ბ) ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილება;
გ) ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილება;
დ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“;
ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
ვ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ზ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
თ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა;
ი) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.
მუხლი 3🔗.
აპარატის უფროსი
აპარატის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება / ბაკალავრი/მაგისტრი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 4🔗.
საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი
განყოფილების უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 5🔗.
საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში
განყოფილების მთავარ სპეციალისტს იურიდიულ საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება/ ბაკალავრი/მაგისტრი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 6🔗.
საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში
განყოფილების მთავარ სპეციალისტს საქმისწარმოების საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება/ ბაკალავრი/მაგისტრი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 7🔗.
საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში
განყოფილების წამყვან სპეციალისტს საქმისწარმოების საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება/ ბაკალავრი/მაგისტრი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 8🔗.
საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში
განყოფილების უფროს სპეციალისტს საქმისწარმოების საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) საშუალო, საშუალო სპეციალური განათლება.
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 9🔗.
განყოფილების სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში
საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების სპეციალისტს საქმისწარმოების საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება.
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 10🔗.
საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსი
განყოფილების უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი საბუღალტრო, საფინანსო, ტექნიკური ან/და ეკონომიკური განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 11🔗.
საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი საფინანსო საკითხებში
განყოფილების მთავარ სპეციალისტს საფინანსო საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი საბუღალტრო, საფინანსო ან/და ეკონომიკური განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 12🔗.
საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში
განყოფილების მთავარ სპეციალისტს მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება/ ბაკალავრი/მაგისტრი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 13🔗.
საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი საფინანსო საკითხებში
განყოფილების წამყვან სპეციალისტს საფინანსო საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი საბუღალტრო, საფინანსო ან/და ეკონომიკური განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 14🔗.
საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში
განყოფილების წამყვან სპეციალისტს მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება/ ბაკალავრი/მაგისტრი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 15🔗.
საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი
განყოფილების უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 16🔗.
საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის საკითხებში
განყოფილების მთავარ სპეციალისტს საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 17🔗.
საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის საკითხებში
განყოფილების წამყვან სპეციალისტს საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება/ ბაკალავრი/მაგისტრი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 18🔗.
საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მასმედიასთან, საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის საკითხებში
განყოფილების უფროს სპეციალისტს საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის საკითხებში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) საშუალო, საშუალო სპეციალური განათლება.
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 19🔗.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
ა) უმაღლესი /ბაკალავრი/მაგისტრი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.