აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.10.2014
ძალის დაკარგვა 22.09.2015
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.110.016178
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (4)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2014 წლის 27 ოქტომბერი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 და "საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილებების შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი N1).
მუხლი 2🔗
ამ დადგნილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73 ბრძანების დანართით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ცოდნის გარდა დამატებით მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომინიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და internet Explores-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 2🔗
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, თანამდებობაზე სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის უნარები, მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 3🔗
გამგებლის თანაშემწის და გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე, სასურველია ბაკალავის ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები (გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე უპირატესობა მიენიჭოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ პირს).
მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, სასურველია ბაკალავის ხარისხი და ერთი წლის მუშაობის სტაჟი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 4🔗
უმცროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სასურველია ბაკალავრის აკადემიური ხარისხი პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.