⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.03.2017)
გაუქმებულია:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2014
ძალის დაკარგვა 09.03.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.161.016183
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,075 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2014 მიღება
09.03.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 მუზეუმი, ბიბლიოთეკები
2 ოფისების სააგენტოების, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
3 კინოთეატრები და თეატრები
4 სკოლები ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)
5 სასტუმროები
6 საავადმყოფოები
7 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები
8 სტადიონები, სპორტული გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები
9 სასურსათო საქონლის მაღაზიები და სამრეწველო საქონლის მაღაზიები
10 აფთიაქები
11 აგრარული ბაზრები
12 შერეული საქონლის ბაზრობები
13 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე
14 ბენზინგასამართი სადგურები
15 მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2014 წლის 27 ოქტომბერი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს მოსაკრებელი გარდაბნის მინიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელ სუბიექტთათვის. 2. დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს: დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის  დანართი №1 - ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანპორტირების და მათი გაუვნებლობის ხარჯები დაიფაროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 5🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი №1 № საქმიანობა ზომის ერთეული წლიური დაგროვების ნორმა მ​3 მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი (№4):12 თვე x  ლარი - (1მ​3 ნარჩენების გატანის მომსახურების ღირებულება) ლარი 1 2 3 4 5 1 მუზეუმი, ბიბლიოთეკები საერთო ფართის 1 მ​2 0,04 0,03 2 ოფისების სააგენტოების, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები საერთო ფართის 1 მ​2 0,08 0,05 3 კინოთეატრები და თეატრები მაყურებლის ერთ სავარძელზე 0,331 0,12 4 სკოლები ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები) ერთ მოსწავლეზე 0,198 0,04 5 სასტუმროები მომსახურეობის ერთეული (ერთი საწოლი) 1,72 1,00 6 საავადმყოფოები ერთი საწოლი 1,157 0,55 7 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები საერთო ფართის 1 მ​2 0.9 0.30 8 სტადიონები, სპორტული გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები ღია  ფართს  1მ​2 0,02 0,01 დახურული ფართის 1 მ​2 0,08 0,05 9 სასურსათო საქონლის მაღაზიები და სამრეწველო საქონლის მაღაზიები  სავაჭრო ფართის 1​2 0,76 0,31 10 აფთიაქები სამუშაო ფართის 1 მ​2 0.76 0.51 11 აგრარული ბაზრები საერთო ფართის 1 მ​2 0,3 0,30 12 შერეული საქონლის ბაზრობები საერთო ფართის1 მ​2 0,21 0,14 13 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე ღია ფართის 1მ​2 0,02 0,01 დახურული ფართის  1 მ​2 0,08 0,05 14 ბენზინგასამართი სადგურები საერთო ფართის 1 მ​2 0.105 0.10 15 მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები ღია საერთო ფართის 1მ​2 0,04 0,03 დახურული საერთო ფართის  1მ​2 0.225 0.15 16 ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები ღია საერთო ფართის 1მ​2 0.04 0.05 დახურული საერთო ფართის 1მ​2 0,14 0,10 17 აბანოები და საუნები საერთო ფართის  1 მ​2 0,18 0,50 18 სადალაქოები და სილამაზის სალონები საერთო ფართის მ​2 0,35 0,23 19 სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით  მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო  მომსახურების ობიექტები საერთო ფართის 1 მ​2 0,25 0,17 20 რესტორნები პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები ერთ დასაჯდომ ადგილზე 2,4 1,00 21 სარიტუალო დარბაზები ერთ დასაჯდომ ადგილზე 0,08 0,25 22 საცხობები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,26 0,17 23 დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები საერთო ფართის 1მ​2 0,36 0,24 24 ვაგზლების, რკინიგზის, საავტომობილო სადგურები ღია ფართის 1 მ​2 0,008 0,005 დახურული ფართის 1 მ​3 0,08 0,05 25 სამხედრო ნაწილები და პენიტენციური სისტემები ერთი ადგილი 0,6 0,4 26 საწარმო დანიშნულების ობიექტების  ღია ტერიტორიები საერთო ფართის  1 მ​2 0,008 0,005 27 მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობების (საწარმოო ნარჩენების გარდა) საერთო ფართის 1 მ​2 0,04 0,07 1. მ=გXრ (?); 2. მ-ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი); 3. გ- მოსაკრებლის განაკვეთი  თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); 4. რ- ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.). დანართი №2 გარდაბნის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპაალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს. 3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 4. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელია დანართ 1 -ში მითითებული ობიექტები. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშების ინსტრუქცია 1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის  ორგანიზაციების, დაწესებულებების იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი. 2. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან  დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე, მოცულობაზე და გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშებაზე) არაუგვიანეს 10 დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობონ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 4. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. 5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ სახაზინო კოდზე 300113189. 6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. 7. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. 2. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსაკრებელი იანგარიშება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით. 3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადახდილი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 4. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადასახადისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით. 2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მე-2 დღიდან 20 დღის განმავლობაში. 3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს. მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.