📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2014
ძალის დაკარგვა 01.05.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 964 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2014 მიღება
01.05.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2014 წლის 27 ოქტომბერი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის  და სპორტის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.1. ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის  სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის (ტექსტში შემდგომ – სამსახური) უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას. 1.2. სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 1.3. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით. 1.4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერებისა და საჯაროობის პრინციპის დაცვით. 1.5. სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი (გარდაბნის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით). 1.6. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის მუშაობის საერთო წესი 2.1.  სამსახურის საქმოანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2.2.  სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 3🔗. სამსახურის სამუშაო ენა სამსახურში საქმისწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. მუხლი 4🔗. სამსახურის ადგილსამყოფელი სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის №70. მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციები 5.1.  წინადადებების შემუშავება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. 5.2. კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დარგების მიხედვით  მიზნობრივი  პროგრამების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა. 5.3. მონაწილეობის მიღება დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამების შემსრულებლების შერჩევაში და პროგრამის განხორციელების მონიტორინგი დადგენილი წესით  საჭიროებისამებრ. 5.4. კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით მოკლე და ხანგრძლივი სტრატეგიის და  სამუშაო გეგმების შემუშავება და მათი შესრულების განუხრელი დაცვა და მონიტორინგი. 5.5. მუნიციპალიტეტის კუთვნილი საგანმანათლებლო, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროების ობიექტების ინფრასტრუქტურისთვის ხელშეწყობის და განვითარებისთვის საჭირო პროექტების მომზადება, განხორციელების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი. 5.6. მუნიციპალიტეტის ფარგლებში კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების მიხედვით პრიორიტეტების განსაზღვრა და პროექტების და სამუშაო გეგმების განსაზღვრულ პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოყვანა. 5.7. მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სამუშაო გეგმების შემუშავების ორგანიზება, ხელშეწყობა და მონიტორინგი. 5.8. მუნიციპალიტეტის კულტურულ-მემკვიდრეობითი თემატიკის შენახვა-მოვლა-პატრონობის და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგვმა, განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი. 5.9. მოქმედი კანონმდებლობით და თვითმმარველობის ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება ან განხორციელების ხელშეწყობა. 5.10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6🔗. სამსახურის უფლებამოსილება 6.1. მუნიციპალიტეტის ფარგლებში მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია. 6.2. განახორციელოს კომპეტენციას მიკუთვნებული მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგი. 6.3. ჩაატაროს მიღებული  ინფორმაციის ანალიზი და ანგარიში წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელს. 6.4. სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის რეგულარულად ჩაატაროს თათბირები და მოიწვიოს კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების პასუხისმგებელი პირები, ასევე დარგის კვალიფიციური სპეციალისტები და ექსპერტები. 6.5. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, თვითმართველობის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 7🔗. სამსახურის ძირითადი სტრუქტურა 7.1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსებისა და მოხელეებისაგან. 7.2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 7.3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 7.4. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან – განათლების განყოფილება; კულტურის განყოფილება; სპორტის განყოფილება; ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. 7.5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალებეს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 7.6. სამსახურის კომპეტენციაში შედიან მის სფეროს მიკუთვნებული, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების მქონე, რაიონში არსებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები“,  რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 8🔗. სამსახურის უფროსი 8.1. გამგეობის სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 8.2.  სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს, სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. თ)  ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.  მუხლი 9🔗. განყოფილების უფროსი 9.1.  წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას. 9.2.  პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. 9.3. ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფოროსის დავალებათა შესრულებაზე. 9.4. იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული  საქმიანობის შესახებ. 9.5. უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ. 9.6. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 10🔗. მოსამსახურეები 10.1. სამსახურის მოსამსახურეები არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. 10.2.  მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგონონ სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლბებითა და გარანტიებით. 10.3.  მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური დონის ასამაღლებლად; გ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; დ) შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ე) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება. მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებები 11.1. სამსახურის დებულებას გამგეობის სამსახური წარუდგენს საკრებულოს, დებულების დამტკიცების შემდეგ იგი შედის ძალაში და  ხდება  სამსახურის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, ავტომატურად კარგავს ძალას მისი წინამორბედი დებულება. 11.2. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.