📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2014
ძალის დაკარგვა 01.05.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,220 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2014 მიღება
01.05.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 2014 წლის 27 ოქტომბერი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №30 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და  სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის სტატუსი 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  საფუძველზე და არის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს გარდაბნის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული წესის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინებით, ამტკიცებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მუხლი 2🔗. სამსახურის მუშაობის საერთო წესი და საქმისწარმოება 1. სამსახურისა და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით. 2. სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. სამსახური საქმისწარმოებისას იყენებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტიტულიან ბლანკს თავისი დასახელების დამატებით; 4. სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი გარდაბნის მუნციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, შეთანხმების და მიღებული წერილების შტამპი. 5. სამსახურში საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის მოადგილის,  განყოფილებების უფროსებისა და მოხელეებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის განყოფილება და სივრცითი მოწყობის  განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში  ერთ-ერთი  განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე გამგებლის გადაწყვეტილებით. 6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და გამგეობის დებულებით. მუხლი 4🔗. სამსახურის საქმიანობის მიზანი სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის დაგეგმვას; ბ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; გ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; დ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ე) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების და მშენებლობის ნებართვების თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებების პროექტების შემუშავებას; ვ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; ზ) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად; თ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; ი)  დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას, მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას და ზედამხედველობას თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, გარე განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირებას; კ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადებას, დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაციას; ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას; ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ე) მშენებლობებთან დაკავშირებული მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ვ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, მშენებლობის ნებართვების თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას; ზ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას; თ) თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრას, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვას, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავებას; ი) დასახლებების ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირებას, ურბანული გარემოს მახასიათებლების ანალიზს, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებას; კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პროექტების მომზადებას; ლ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ორგანიზებას და სათანადო დოკუმენტის მომზადებას, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას და შეთანხმების ორგანიზებას, მშენებლობაზე ნებართვების მომზადებას, მშენებლობა დასრულებული ობიექტების ვარგისად აღიარების დოკუმენტაციის მომზადებას; მ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული ახალი მშენებლობების ორგანიზებას, მართვას; ნ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; ო) ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, დეფექტური, შედარების, მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების შედგენას; პ) ინფრასტრუქტურული მშენებლობების ორგანიზებას და მართვას; ჟ) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დაკვეთით წარმოებული სარეაბილიტაციო, სარემონტო,  სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული მშენებლობების სამუშაოებზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და მათში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულების ინსპექტირება - კონტროლს, ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებასა და მიღება ჩაბარების აქტების გაფორმება. რ) სამუშაოების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების) გაფორმებამდე ხელშეკრულების პირობებში მითითებულ ადგილას და სახით შესრულებული სამუშაოების საბოლოო შემოწმების ჩატარებას მათი შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; საბოლოო შემოწმების შედეგების შესახებ დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით (მათი არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი წერილობითი დოკუმენტების შედგენას და მიმწოდებლისადმი გასაგზავნი შესაბამისი დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით დასაბუთებული წერილის პროექტის შემუშავებას; ს) ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ღირებულებითი პარამეტრების ცვლილებების, ხელშეკრულებების პირობებში ცვლილებების შეტანის, ხელშეკრულების პირობების დამრღვევისადმი პასუხისმგებლობის ზომების საჯარიმო სანქციის პირგასამტეხლოს სახით გამოყენების და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადებების და დასკვნების შედგენას. მუხლი 6🔗. ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის  განყოფილებების ფუნქციები 1. ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებას და ექსპლოატაციას; ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს; გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; დ) ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დეფექტური, შედარების, მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების შედგენას; ე) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადებას, დამტკიცებული პროექტების განხორციელების კოორდინაციას; ვ) ინფრასტრუქტურული მშენებლობების ორგანიზებას და მართვას; ზ) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დაკვეთით წარმოებული სარეაბილიტაციო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული მშენებლობების სამუშაოებზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და მათში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულების ინსპექტირება - კონტროლს, ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებასა და მიღება - ჩაბარების აქტების გაფორმებას. თ) სამუშაოების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების) გაფორმებამდე ხელშეკრულების პირობებში მითითებულ ადგილას და სახით შესრულებული სამუშაოების საბოლოო შემოწმების ჩატარებას მათი შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ი) სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საბოლოო ექსპერტიზის შემოწმების შედეგების შესახებ დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით (მათი არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი წერილობითი დოკუმენტების შედგენას და მიმწოდებლისადმი გასაგზავნი შესაბამისი დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით დასაბუთებული წერილის პროექტის შემუშავებას; კ) ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ღირებულებითი პარამეტრების ცვლილებების, ხელშეკრულებების პირობებში ცვლილებების შეტანის, ხელშეკრულების პირობების დამრღვევისადმი პასუხისმგებლობის ზომების საჯარიმო სანქციის პირგასამტეხლოს სახით გამოყენების და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადებების და დასკვნების შედგენას; ლ) მუშაობის პროცესში შემსრულებლის მიერ მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით სამუშაოების შესრულების ინსპექტირება-კონტროლს და ზედამხედველობას; მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. ნ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია ო) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად; პ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; ჟ)  დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას, მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, გარე განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირებას; რ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადებას, დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაციას; ს) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. ტ) მშენებლობებთან დაკავშირებული მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; უ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული ახალი მშენებლობების ორგანიზებას, მართვას; ფ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; ქ) ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, დეფექტური, შედარების, მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების შედგენას; ღ) ინფრასტრუქტურული მშენებლობების ორგანიზებას და მართვას; ყ) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დაკვეთით წარმოებული სარეაბილიტაციო, სარემონტო,  სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული მშენებლობების სამუშაოებზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და მათში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულების ინსპექტირება - კონტროლს, ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებასა და მიღება ჩაბარების აქტების გაფორმება. შ) სამუშაოების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების) გაფორმებამდე ხელშეკრულების პირობებში მითითებულ ადგილას და სახით შესრულებული სამუშაოების საბოლოო შემოწმების ჩატარებას მათი შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; საბოლოო შემოწმების შედეგების შესახებ დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით (მათი არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი წერილობითი დოკუმენტების შედგენას და მიმწოდებლისადმი გასაგზავნი შესაბამისი დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით დასაბუთებული წერილის პროექტის შემუშავებას; ჩ) ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ღირებულებითი პარამეტრების ცვლილებების, ხელშეკრულებების პირობებში ცვლილებების შეტანის, ხელშეკრულების პირობების დამრღვევისადმი პასუხისმგებლობის ზომების საჯარიმო სანქციის პირგასამტეხლოს სახით გამოყენების და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადებების და დასკვნების შედგენას; 2. სივრცითი მოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის დაგეგმვას; ბ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; გ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; დ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების და მშენებლობის ნებართვების თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებების პროექტების შემუშავებას; ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. ზ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას; თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; ი) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; კ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ლ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, მშენებლობის ნებართვების თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას; მ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას; ნ) თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრას, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვას, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავებას; ო) დასახლებების ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირებას, ურბანული გარემოს მახასიათებლების ანალიზს, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებას; პ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პროექტების მომზადებას; ჟ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ორგანიზებას და სათანადო დოკუმენტის მომზადებას, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას და შეთანხმების ორგანიზებას, მშენებლობაზე ნებართვების მომზადებას, მშენებლობა დასრულებული ობიექტების ვარგისად აღიარების დოკუმენტაციის მომზადებას; რ) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დაკვეთით წარმოებული სარეაბილიტაციო, სარემონტო,  სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული მშენებლობების სამუშაოებზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და მათში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულების ინსპექტირება - კონტროლს, ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებასა და მიღება ჩაბარების აქტების გაფორმება. მუხლი 7🔗. სამსახურის უფროსი 1. გამგეობის სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს,  სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 8🔗. სამსახურის უფროსის მოადგილე  1. ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას; 2. ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში; 3. ასრულებს გამგებლის და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 9🔗. განყოფილების უფროსი 1. წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; 2. პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; 3. მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; 4. ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე; 5. ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; 6. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს; 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების წინაშე. მუხლი 10🔗. სამსახურის მოსამსახურეები 1. სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 3. მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; გ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; დ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. მუხლი 11🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.